Saturday, May 26, 2018

"დიდგორის" ოჯახობას საპატრულო მანქანა შეემატა

დღეს, 26 მაისს, საქართველოს პირველი რესპუბლიკის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურმა ცენტრმა „დელტა“-მ, ჯავშანმანქანა "დიდგორის" ახალი ვერსია წარადგინა. მანქანა შეჯავშნული სამედიცინო–საევაკუაციო "დიდგორის"  ბაზაზეა შექმნილი.
მედევაკი "დიდგორის" შესახებ ბლოგზე არაერთხელ დაიწერა

ახალი მანქანა საპატრულო დანიშნულებისაა, იტევს ეკიპაჟისა და დესანტის 5 წევრს, ორი წინ, ორი უკან და ერთი შუაში, შეიარაღებასთან (ამერიკული Oshkosh M-ATV-ს მსაგვსად). მანქანამ ყველა აგრეგატი და კომპონენტი წინამორბედისგან უცვლელად მიიღო, შეცვლილია მხოლოდ მისი სიგრძე, კორპუსი მიახლოებით 60 სანტიმეტრით დამოკლდა.

26 მაისს, თავისუფლების მოედანზე წარმოდგენილი საპატრულო "დიდგორი"

კორპუსის დამოკლებამ მანქანა საგრძნობლად შეამსუბუქა, რის შედეგადაც გაიზარდა მისი სამანევრო-მობილური შესაძლებლობები და რესურსი. თუმცაღა საპატრულო "დიდგორი" საცდელ ეტაპზეა და ჯერ კიდევ უნდა აჩვენოს, თუ რამდენად ადაპტირებულია ეს სავალი ნაწილი ახალ წონა-გაბარიტებთან.

სხვა, არანაკლებ მნიშვნელოვანი გადაკეთება, ისევ კორპუსს შეეხო - მანქანის უკანა ნაწილში სატვირთო ნაკვეთურია განთავსებული. ნაკვეთური მოდულური პრინციპითაა მანქანაზე დამაგრებული და სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია მისი მოხსნა და ფუნქციურად განსხვავებული ნაკვეთურის დაყენება (ამოსაწევი სადაზვერვო ანძა, ტანკსაწინააღმდეგო კომპლექსი და სხვა, ყველაფერი შემკვეთის ფანტაზიასა და ამანქანის წონა-ზომით გაბარიტებზეა დამოკიდებული). მოდულის მოსახსნელად, სულ რამდენიმე ჭანჭიკის მოხსნაა საჭირო. მისი შეცვლა საველე პრიბობებშიც შეიძლება.

კორპუსის უკან განთავსებული მოდულური ნაკვეთური


საპატრულო "დიდგორმა" შეინარჩუნა საბაზისო მანქანის დაცვის ხარისხი, რომელიც EN1063 სტანდარტის მიხედვით B7+ დონეს შეესაბამება. დაცვის ეს დონე გაშორიშორებული (ორშრიანი) ჯავშანდაცვის წყალობით მიიღწევა (მანქანაზე საბაზისო დაცვის გარდა, გარედან, ფოლადისგან დამზადებული, მოდულური, ჯავშანფილებია დამაგრებული).

 ფოტოებზე კარგად ჩანს გაშორიშორებული (ორშრიანი) ჯავშანი, რომელიც მანქანის კორპუსზე ჭანჭიკებითაა დამაგრებული

Tuesday, May 22, 2018

რუსული ბირთვულძრავიანი რაკეტის წარუმატებელი გამოცდები


როგორც საინფორმაციო სააგენტო CNBC იუწყება, გასული წლის ნოემბრიდან ამა წლის თებერვლის ჩათვლით, რუსულმა მხარემ, ბირთვულძრავიანი რაკეტის, ოთხი ტესტი განახორციელა, ყველა მათგანი წარუმატებელი გამოდგა. ყველაზე ხანგრძლივმა ფრენამ 2 წუთს გასტანა და რაკეტამ 35 კილომეტრამდე იფრინა. სააგენტო ამის შესახებ, აშშ-ს სადაზვერვო ინფორმაციასთან ნაცნობ პირებზე დაყრდნობით აცხადებს.

სააგენტოს განცხადების თანახმად, აშშ-ს დაზვერვამ დაადგინა რომ, ყველაზე ხნგრძლივი ფრენა ორ წუთს გაგრძელდა და რკეტამ მიახლოებით 22 მილი (35 კილომეტრი იფრინა, რის შემდეგაც მისი კონტროლი შეუძლებელი გახდა და ის ჩამოვარდა. ყველაზე ხანმოკლე ფრენამ კი ოთხ წამს გასტანა, რაკეტამ 5 მილის (8 კილომეტრის) ფრენა მოასწრო.
რაკეტა, რომელსაც, პუტინის განცხადების თანახმად, არ აქვს ფრენის მანძილში შეზღუდვა, სულ რაღაცა 35 კილომეტრის ფრენა მოახერხა.
სააგენტოს წწყაროების თანახმად, როგორც ჩანს, გამოცდების დროს ბირთვულმა ძალურმა დანადგარმა ვერ იმუშავა გამართულად, რამაც რაკეტის განადგურება გამოიწვია. CNBC-ს ასევე აცნობეს, რომ გამოცდები, კონსტრუქტორების პროტესტის მიუხედავად, რომელთა თქმითაც სისტემ ჯერ არ იყო მზად, კრემლის მაღალჩინოსნების ზეწოლის შედეგად მაინც განხორციელდა.

წყარო:

Sunday, May 20, 2018

Jaguar EBRC - ოპტიკის მამა

ახლად წარდგენილი მანქანის შესახებ უკვე ვწერდი - Jaguar EBRC - ფრნგული არმიის ახალი თაობის ჯავშანმანქანა. როგორც ჩანს მანქანა სერიოზული ოპტიკის გორაა და ალბათ ყველაზე თანამედროვეა ამ კუთხით რაც კი რამე წარდგენილა უბრალო მოკვდავების წინაშე.

სარეკლამო ბუკლეტის თანახმად მანქანაზე შემდეგი ოპტიკური სისტემებია განთავსებული (მხარეები მანქანის კურსის მიხედვითაა აღებული):

  • ქვემეხის მარჯვნივ - მემიზნეს ძირითადი სამიზნე (ინფრაწითელი არხი, ვიდეო არხი, ლაზერული მანძილმზომი, ლაზერული მანიშნებელი, ვიდეო გამოსახულებით)
  • ქვემეხის მარცხნივ - მემიზნის მექანიკური ოპტიკური სამიზნე (სარეზერვო)
  • კოშკურის სახურავზე, მარცხენა მხარეს - მეთაურის პანორამული სამიზნე (Safran-ის PASEO), იგივე არხებით რაც მემიზნეს სამიზნეზეა. პანორამულ სამიზნეზე საზენიტო ტყვიამფრქვევია დამაგრებული.
  • კოშკურის სახურავზე, ცენტრში, ოდნავ მარჯვნივ - მეთაურის მექანიკური ოპტიკური სამიზნე (სარეზერვო).
  • კოშკურის წინა მარჯვენა და უკანა მარცხენა კუთხეებში აყენია სისტემა Antares - სისტემაში გაერთიანებულია გარემოზე დაკვირვების, ოპტიკური ლოკაციის და ლაზერული დასხივების ფუნქციები.
  • მანქანაზე ასევე აყენია რადიომართვადი ნაღმების ჩამხშობი სისტემა ECLIPSE.
  • სახურავზე ყველაზე მაღლა (მეთაურის პანორამის უკან და ცოტა მარჯვნივ) - აკუსტიკური ლოკატორი SLATE (იგივე PILAR V).
  • პლიუს მძღოლ-მექანიკოსის კამერები.
აღსანიშნავია რომ ყველა ეს სისტემები ურთიერთდაკავშირებული და მთლიან კომპლექსშია ინტეგრირებული, რაც ეკიპაჟი ინფორმაციულ გათვითცნობიერებას საგრძნობლად ზრდის. ოპტიკური არხების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ მემიზნე მარცხნივ და ოდნავ წინ ზის, ხოლო მეთაური მარჯვნივ და ოდნავ უკან.


სისტემა Antares

საბრძოლო მოდულ CML Defence-თი აღჭურვილი Stryker

აშშ-ს არმიის შეიარაღების კვლევის, განვითარებისა და შემუშავების ცენტრმა (Armament Research, Development and Engineering Center (ARDEC)) 15 მაისს, ჯორჯიის შტატში მდებარე ფორტ ბენნინგში (Fort Benning), წითელი ღრუბლის სასროლეთზე, ახალი კოშკურით აღჭურვილი M1126 Stryker-ის საცეცხლე გამოცდები გამართა.


წყარო:


გავრცელებული ვიდეოსიუჟეტით თუ ვიმსჯელებთ (იხილეთ ბმულზე - Live fire demonstration of new weapon system performed at Ft. Benning) მემიზნე კოშკურაშია განთავსებული

ევროპაში ბაზირებული აშშ-ს არმიის საკავალერიო შენაერთების 30 მილიმეტრიან Strayker-ებზე გადაიარაღების შესახებ, ბლოგში არაერთხელ ვწერდი. სტატიები იხილეთ ბმულებზე:

არაა გამორიცხული, რომ დაჩქარებული გადაიარაღება, მე-2 საკავალერიო პოლკის მიერ გაკეთებული, დაცქარებული მოთხოვნის საფუძველზე მოხდა. შესაბამისად აიღეს ის რაც იყო მზად და არა ის რაც უნდოდათ და ეხლა ცდილობენ მონახონ საჭირო სისტემა. მაგრამ ჩემის აზრით, ეს ახმელა ბოსელი უკვე ნამეტანია.

SOCOM-მა 6.5მმ (CREEDMOOR) ვაზნები შეიარაღებაზე მიიღო



აშშ-ს სპეცუალური ოპერაციების მეთაურობის (USSOCOM) გადაწყვტილების თანახმად,  NATO-ს სტანდარტის, 7,62მმ, კალიბრის მქონე სნაიპერული შაშხანები, უფრო მცირე კალიბრის, 6,5 მილიმეტრიანი  Creedmoor-ის კაიბრით უნდა შეიცვალოს. მეთაურობა ასევე განიხილავს ტყვიამფრქვევების ანალოგიურ კალიბრზე გადაყვანის შესძლებლობასაც, ამ მიმართულებით სამუშაოები უკვე მიმდინარეობს.

შარშან გაზაფხულზე, USSOCOM-მა, შუალედური კალიბრის სნაიპერული შაშხანების განვითარების გზების გასარკვევად, 6,5მმ-ის მქონე სხვადასხვა ვაზნების კვლევა განახორცილა. გასული წლის განმავლობაში განხორციელებული კვლევების შედეგად, არსებული ვაზნებიდან ორი სახეობა ამოირჩა, ესენია 0,260 Remington და Hornady 6.5mm  Creedmoor. ტესტებმა უჩვენა რომ, ამ ორი სახეობის ვაზის მონაცემები საკმაოდ ახლოს დგას ერთმანეთთან.

მარტში, ამჟამად აშშ-ს სპეცდანის შეიარაღებაზე მყოფი ორი სახეობის შაშხანის, FN Herstal FN SCAR Heavy Mk 20 Mod 0 Sniper Support Rifle და Knight's Armament KAC M110 Semi-Automatic Sniper System (SASS) და H&K M110A1 Compact Semi-Automatic Sniper System (CSASS), საიმედოობის  გამოცდები განხორციელდა. გამოცდების დროს, ორივე სახეობის შაშხანის ორ-ორი ვარიანტი იყო წარდგენილი (.260 Remington და 6.5mm CM კალიბრში). გამოცდების შედეგად, ორივე კალიბრში, ორივე იარაღმა, ერთნაირად საიმედოობა უჩვენა.

გამოცდებმა ასევე უჩვენა რომ, შაშხანების 6,5 მილიმეტრიან ვერსიას 40% მეტი საბრძოლო მანძილი აქვს, ვიდრე მის, 7,62 მილიმეტრიან ოპონენტს. ახალი ვაზნა ასევე 30% ნაკლებად განიცდის ქარის ზემოქმედებას, რაც მის სიზუსტეს გაცილებით აუმჯობესებს.

აშშ-ს სპეციალური ოპერაციების მეთაურობა, სნაიპერული შაშხანების ახალ კალიბრზე გადაყვანას, 2019 წლისთვის გეგმავს. 

წყარო:

Thursday, May 17, 2018

რუსული ცეცხლსასროლი იარაღის წარმოების რამოდენიმე სიახლე

სავარაუდოდ ავტომატი და ყუმბარმტყორცნი ერთ ბლოკად. ავტომატის მჭიდი ფისტოლეტის სახელურის უკან მაგრდება, ბულპაპის სქემით.

ორმაგი კვების მქქონე მსუბუქი ტყვიამფრქვევი "Корд-5,45" (თემა Токарь-2)

ნახევრად ავტომატური სნაიპერული შაშხანა (ОЦ-123, ან ОЦ-129)

7,62х51 კალიბრის  (სავარაუდოდ) ტყვიამფრქვევი ОЦ-128 Алатау


Wednesday, May 16, 2018

Jaguar EBRC - ფრნგული არმიის ახალი თაობის ჯავშანმანქანა

გამოფენა Eurosatory 2018-ზე, ფრანგულმა მხარემ, 6x6 სავალი ფორმულის მქონდე ჯავშანმანქანა Jaguar EBRC წარმოადგინა. მანქანა საფრანგეთის სახმელეთო ძალების პროგრამა EBMR Scorpion-ის (Engin Blindé Multi-Rôles - მრავალფუნქციური ჯავშან მანქანა) ფარგლებში, სადაზვერვო და საბრძოლო მანქანის დანიშნულებით შეიქმნა.

პროგრამის შესახებ ბლოგზე უკვე ვწერდი - საფრანგეთის არმიის ახალი თაობის ჯავშანტექნიკა, Griffon VBMR 6x6 და Jaguar EBRC 6x6

ფრანგული არმია, პროგრაა Scorpion-ის (Synergie du contact renforcée par la polyvalence et l'infovalorisation) საშუალებით, შეიარაღებულ ძალებში მყოფი რამოდენიმე სახეობის ჯავშამნაქანის ერთდროლად ჩანაცვლებას და მათ ბრძოლის ველის უნიფიცირებულ საინფორმაციო მართვის სისტემაში გაერთიანებას გეგმავს.
გეგმების მიხედვით, პროგრამა, 2020 წელს უნდა ჩაეშვას. ფრანგული არმიისთვის სულ 248 ცალ Jaguar EBRC 6х6 მიწოდება იგეგმება. პირველი 110 მანქანა 2025 წლამდე უნდა იქნას მიწოდებული. მათ  AMX10RC, ERC-90 Sagaie და VAB Hot ტიპის ჯავშანმანქანები უნდა ჩაანაცვლონ.

საკმაოდ დიდ ინტერესს იწვევს ჯავშანმანქანაის დაცვის დონე, რომელიც  STANAG 4569 Level 4 კატეგორიისა და უზრუნველყოფს 14,5 მილიმეტრი ტყვიებისგან, 30 მეტრიდან 155 მილიმეტრიანი საარტილერიო ჭურვების ნამსხვრევებისგან და საბურავების ქვეშ 10 კილო TNT-ს აფეთქებსიგან დაცვას უზრუნველყოფს.

Saturday, May 12, 2018

ისრაელის ავიაციის იერიშის შედეგად განადგურებული სირიის სამხედრო ობიექტები

9 მაისს, სირიაში, ისრაელისა და ირანის დაპირისპირების  შესახებ უკვე ვწერდი ბლოგზე  - ირან-ისრაელის საბრძოლო დაპირისპირება სირიაში - განადგურებული 50 ირანული ობიექტი. ქვემოთ ამ იერიშის შედეგად რამოდენიმე განადგურებული ობიექტის ფოტოებია მოყვანილი:

განადგურებული Панцирь-С1 


ელ-კუნეიტრაში მდებარე პოზიციები

სირიის ჰსთ ძალების საზენიტო სარაკეტო კომპლექს С-200-ის РПЦ 5Н62В

Thursday, May 10, 2018

ირან-ისრაელის საბრძოლო დაპირისპირება სირიაში - განადგურებული 50 ირანული ობიექტი

წუხელ, ირანის შეიარაღებულმა ფორმირებებმა, სირიის ტერიტორიიდან, ისრაელზე მასირებული სარაკეტო იერიში განახორციელეს. იერიშს მსხვრეპლი ან ინფრასტრუქტურის დაზიანება არ მოჰყოლია.

ისრაელის თავდაცვის სამინისტროს განცხადების თანახმად, გაშვებული 20 რაკეტიდან, ოთხი რაკეტსაწინააღმდეგო კომპლექს, Iron Dome-ს, გამოყენებით იქნა განადგურებული. 

იერიშის საპასუხოდ, ისრაელის ავიაციამ, სირიაში, კუნეიტრის რაიონში, საჰაერო იერიში განახორციელა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იერიშებს 15 ირანელი სამხედრო შეეწირა.
სირიის ცა წუხანდელი ავიადარტყმების დროს
წყარო - Иран осуществил массированный ракетный обстрел территории Израиля из Сирии

ირანის სარაკეტო თავდასხხმის საპასუხოდ, ებრაულმა მხარემ, სირიაში, 50 ობიექტზე განახორციელა საჰაერო იერიში. მათ შორის სირიის ჰსთ სისტემის 5 რადარზე.

როგორც ებრაული მხარე აღნიშნავს, ავიადარტყმების უმეტესობა ირანის "ისლამაური რევოლუციის მცველთა კორპუსში" შემავალი "ელ-კუდის"-ის ბაზებზე, შტაბებზე და სადაზვერვო შენაერთებზე იქნა განხორციელებული

ისრაელის ავიაციის მიერ ირანულ სამზინეებზე განხორციელებული ავიადარტყმები სირიაში
წყარო - ЦАХАЛ: в Сирии в ответ на иранский обстрел были атакованы более 50 целей

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ებრაულმა ავიაციამ სამ აეროდრომზე მიიტანა იერიში, ესენია: ავიაბაზა შაირატი, ავიაბაზა ტალა (სირიის სამხრეთ-დასავლეთი), ავიაბაზა მეზე (დამასკოს შემოგარენი). ამას გარდა ავიადრტყმები განხორციელდა ქალაქ ალ-კუსაირისა და კუნეიტრას მახლობლად. ალ-კუსაირაში იერიშით ჰესბოლას ბაზა იქნა განადგურებული.

გოლანის სიმაღლეებზე ისრალის მიერ განთავსებული რსთ/ჰსთ სისტემები
წყარო - Список целей, атакованных ЦАХАЛом в Сирии в ответ на иранский ракетный обстрел

აშშ-ს არმია ევროპაში - გადაიარაღება დაჩქარებულ ტემპებში

აშშ-ს არმიამ, ცივი ომის შემდგომ, სრულებით მიგდებული და ფეხებზე დაკიდებული ნიშების ამოვსება დაიწყო - პირველად ბოლო 27 წლის განმავლობაში დაიწყეს "მოკლე დისტანციაზე მოქმედი ჰსთ კომპლექსზე" ფიქრი. დაჩქარებული ტემპებით ხდება ევროპაში ბაზირებული მე-2 საკავალერიო პოლკის Stryker MSL-ებით აღჭურვა. აღსანიშნავია რომ ამ შემთხვევაში კომლექსი ჰსთ რაკეტად AGM-114 Hellfir-ებს (ყველა ვერსია, მათ შორის Longbow) იყენებს.


ამას გარდა ევროპაში ბაზირებული ამერიკული კონტინგენტი პირველია, რომელმაც მიიღო 30 მილიმეტრიანი ქვემეხებით აღჭურვილი Stryker ICV (80 ერთეული) და 87 ცალი  CROWS-J-თი (Javelin ) აღჭურვილი Stryker. აღსნიშნავია რომ, მე-2 საკავალერიო პოლკი, ამჟამად საპოლიგონო ტესტირებას უტარებს 5 კილოვტიანი ლაზრით აღჭურვილ Stryker-ს (გამოიყენება უპილოტოებთან საბრძოლველად).


წყარო: