Thursday, January 17, 2019

100 კილომეტრზე მოქმედიე ზეზუსტი ჭურვები აშშ-ს არტილერიას

სანამ სტატიას წაიკითხავთ, გთხოვთ გადახვიდეთ მითითებულ ბმულზე (ყავისფრად მონიშნული ტექსტი) და მოიწონოთ ჩვენი სამხედრო თემატიკის გევრდი - No Man's Land

.................................................................................................................................................................................

Vulcano-ს ზესუტი მართვადი ჭურვების ოჯახობა აშშ-ს და მოკავშირე ძალებს, დიდი კალიბრის ეფექტურ და იაფ თანამედროვე სისტემას სთავაზობს.


BAE Systems და Leonardo გაერთიანდნენ, რათა მყიდველს არსებულ ალტერნატივებთან შედარებით უფრო ხელმისაწვდომი, ეფექტური, დაბალი რისკის შემცველი და ზუსტად მართვადი გადაწყვეტილება შესთავაზონ.

მაღალი სიზუსტიდა და გაზრდილი სროლის მანძილის მქონე Vulcano უმეტეს სახმელეთო და საზღვაო პლატფორმებთანაა თავსებადი, მათ შორის 155 და 127 მილიმეტრიან საარტილერიო დანადგარებთან. Vulcano-ს ოჯახობა იყენებს ახლ ტექნოლოგიურ მიღწევებს, რომელიც ჭურვის კუდა და წინა ფრთასხმულობას ეფუძნება, რისი წყალობითაც მანძილისა და სიზუსტის გაზრდა  ხდება.


ახალი ჭურვები მორგებულია ისეთ საბრძოლო პლატფორმებზე, როგორებიცა Mk 51 Advanced Gun System, საზღვაო ქვემეხი Mk 45 და ჰაუბიცები M777 და M109. ჭურვები ასევე თავსებადია უკვე მწყობრში მყოფ Leonardo-ს საზღვაო ქვემეხებთან - 127/64 LW და 127 / 54C.

Vulcano-ს სროლის მანძილი სხვადასხვა პლატფორმიდან

დღის ფოტო - F-22 და Су-57 ერთნაირი რაკურსით




Wednesday, January 16, 2019

13 ერთეული Су-57-ის მიწოდების ხელშეკრულებას 2020 წელს მოეწერება ხელი

როგორც ცნცობილი ხდება, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო, 13 ცალი Су-57-ის შეყსიდვის ხელშეკრულებას 2020 წელს გააფორმებს. გამანადგურებლების ნაწილი მეორე ეტაბის ძრავებით იქნება აღჭურვილი.


Су-57-ის წარმოებისა და მიწოდების მეორე ხელშეკრულებას 2020 წლისთვის უნდა მოეწეროს ხელი. ხელშეკრულების რეალიზაციისთვის სავარაუდოდ 5 წელი იქნება გათვალისწინებული. პირველი კონტრაქტის თანახმად, რუსეთის საჰაერო-კოსმოსურმა ძალებმა,  პირველი ორი სერიული მანქანა 2019-2020 წლისთვის უნდა მიიღოს, პირველი 2019, ხოლო მეორე 2020 წელს. ორივე მანქანა პირველი ეტაპის ძრავებით იქნება აღჭურვილი.


წყარო:

P.S. ანუ 2019-2025 წლებში სულ 15 მანქანა იქნება მიწოდებული. წელიწადში 2 მანქანა, ეს ნამდვილად სასწაულია, დამრტყმელი ტემპებით მუშაობენ. როგორც ჩანს 2000-იანების განმავლობაში დაგროვილი ნავთობდოლარები გათავდა. პლიუს რაღაცა უაზრობებში ხარჯავენ ბიუჯეტს -  "Посейдон", "Авангард" და "Буревестник". ეს მცირედი რაოდენობაც ალბათ პენსიების ეკონომიით მოახერხეს.

Tuesday, January 15, 2019

იტალიური Centauro-ს და Freccia-ს გამოცდები რუსეთში

რუსეთში იტალიური ჯავშანტექნიკის და კერძოდ მსუბუქი ტანკის, Centauro-ს და თვლიანი ქსმ Freccia-ს, გამოცდების შესახებ ბლოგზე უკვე ვწერდი. აღნიშნული ტექნიკა რუსეთის თავდაცვის სამინისტრომб კუბინკაში მდებარე "38-ე სამეცნიერო კვლევით საინჟინრო ინსტუტში", 2012 წლის მეორე ნახევარში ჩაიყვანა, თემატური სტატია იხილეთ შემდეგ ბმულზე - იტალიური Centauro და Freccia რუსეთში.

და აი, სწორედ ამ ინსტიტუტის ოფიციალურ ვებგვერდზე, გამოჩნდა ფოტომასალა, რომელზეც ამ ორი იტალიელის თავგადასავლის ნაწილია ასახული. როგორც თარიღებიდან ჩანს, მანქანები რუსეთში, როგორც მინიმუმ, ორი წელი იცდებოდა.

იტალიური თვლიანი ქსმ  Freccia-ს სვლადობის გამოცდა დაშვებული საბურავებით (გამოცდებს ახორციელებენ: მაიორები მ. ნ. გალოჩკინი  ვ. ვ. ბრეხინი და კაპიტანი ვ. ა. ბლოცკი), 2013 წელი

იტალიური მსუბუქი ტანკ Centauro-ში ჩაჯდომის პირობების გამოცდა, 2013 წელი

იტალიური მსუბუქი ტანკ Centauro-ს ევაკუაციავარგიასიანობის შემოწმება შედარებითი გამოცდების მომენტში, 2013 წელი

იტალიური მსუბუქი ტანკის, Centauro-ს, ევაკუაცია. ტანკოდრომი, 2014 წელი


იმავე საიტზე თვითონ რუსული ჯავშანტექნიკის გამოცდის საინტერესო ფოტომასალაცაა გამოქვეყნებული:

დამატებითი კერამიკული დაცვით აღჭურვილი БМП-2-ის ჯავშანდაცულობის გამოცდები, 2013 წელი

ჯავშანმანქანა СПМ-3-ის ნაღმდგრადობის გამოცდა, 2011 წელი

თსდ 2С35 აღმართის დაძლევისას (ხელოვნური წინაღობების კომპოლექსი, 2014 წელი) 

Урал-63099 «Тайфун-У» ნაღმდგრადობის გამოცდაზე

КАМАЗ-78504 «Платформа-О»-ს გამოცდები

Monday, January 14, 2019

ექსკლუზივი - 120 მილიმეტრიანი ნაღმტყორცნი "დიდგორი მეომრის" ბაზაზე

აზერბაიჯნულმა სამხედრო პორტალმა - Azeri Defence-მა, სსსტც "დელტა"-ს უახლესი,120 მილიმეტრიანი მობილური ნაღმტყორცნის ფოტოსურათი და მოკლე ტტმ გაავრცელა. ნაღმტყორცნი დიდგორი "მეომრის" ბაზაზეა შექმნილი და მისი პრეზენტაცია, ამა წლის 17-21 თებერვალს, აბუდაბიში გამოფენა IDEX-2019-ზეა დაგეგმილი. 



მანქანა 4x4 ფორმულის სავალი ნაწილთაა აღჭურვილი, მისი სიგრძე 7240 მილიმეტრია, სიგანე 2350, საბრძოლო წონა 8200კგ, ძრავის სიმძლავრე 300ცხ/ძ., გარბენი სრული გამართვით 500 კმ. მას 5 მებრძოლის გადაყვანა შეუძლია. 

მანქანის უკანა ნაწილში 120 მილიმეტრიანი ნაღმტყორცნია დამონტაჟებული. მისი გაშლა, აკეცვა და დამიზნება ამძრავების დახმარებით, ავტომატურად ხორციელდება. ჭურვების დატენვას გათვლა ხელით ახორციელებს. გათვლა 3 კაცისგან შედგება. მსგავსი პრინციპით მოქმედებს ესპანური და უკრაინული სისტემები, რომელთა შესახებაც ბლოგზე უკვე ვწერდი:



Saturday, January 12, 2019

აშშ-ს საზღვაო ქვეითების საბრძოლო მრავალფუნქციურ რობოტებს ტესტავენ


აშშ-ს საზღვაო ქვეითების ბრძოლის წარმოების ლანბორატორიამ, მასკატატაკის (ინდიანას შტატი) სასწავლო ცენტრში, MUM-T LOA-ს ("ადამიანი-მანქანის" ურთიერთქმედება) პილოტირებადი და უპილოტო დაჯგუფების ოპერატიული მოქმედების შეზღუდული შეფასება განახორციელა. რომლის განმავლობაშიც აშშ-ს საზღვაო ქვეითთა კორპუსის, მე-6 პოლკის, მე-2 ბატალიონის ოცეულმა, რობოტოტექნიკური კომპლექსების ნიმუშებთან ერთად , საბრძოლო მოქმედებების, 25  განსხვავებული სცენარი გაითამაშა.

Thursday, January 10, 2019

დინამიკური დაცვა უკრაინიდან - კომერციული ვიდეო რგოლი


ვიდეოში პირველი ორი ელემენტი ეს საბჭოთა Контакт-1 და Контакт-5. უბრლაოდ უკრაინის წარმოებული. მომდევნო სამი - ეს უკრაინული სატანკო «Ніж», «Дуплет» და მსუბუქი ტექნიკისთვის განკუთვნილი «Ніж-ЛМ»-ია. პრინციპში ამ სამის ფესვებიც საბჭოთა კავშირში მიდის, მაგრამ სერიული წარმოება დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ დაიწყეს.

ვიდეოში ასევე ასახულია თვითოეული დინამიკური დაცვის ეფექტურობა - ყოველი სადემონსტრაციო გრაფიკული სიუჟეტის ბოლოს ჩამონათვალში ციფრებია მითითებული.


Tuesday, January 8, 2019

F-35-ის პირველი ქალი მფრინავ-გამომცდელი

მაიორი რეიჩელ ვინნიკი გახდა აშშ-ს ავიაციის უახლესი მრავალფუნქციური გამანადგურებლის, F-35-ის, პირველი მფრინავ-გამომცდელი ქალი (წყარო - First female F-35 test pilot).


Monday, January 7, 2019

ნარკომანია განადან - ჯავშანტრანსპორტიორი და ეგზოსკელეტი

განას ინეტრნეტ მედიასაშუალებამ, GraphicOnLine-მ, ქვეყნის დედაქალაქში გამართული გამოფენის ფოტოები გაავრცელა, ფოტოებზე ასახულია ჯავშანტრანსპორტიორი და ეგზოსკელეტიანი ჯარისკაცები. ტექსტის თანახმად, ეს ინოვაციები ქვეყნის არმიას აძიერებს და საჭიროა მათი დაფინანსება.


Sunday, January 6, 2019

2018 წელი კოსმონავტიკაში - ცივი ომის შემდგომი ეპოქის გაშვებების რეკორდი



გასული წელი საკმაოდ ნაყოფიერი გამოდგა კოსმოსური გაშებების მხრივ, პირველად 1990 წლის შემდეგ გაშვებები ასს გადასცდა - მათმა რაოდენობამ 114-ს მიაღწია. მოყვანილ ბმულზე ყველა გაშვების ფოტოსურათია ატვირთული: Космические запуски 2018-го в фото