Saturday, July 13, 2013

122 მმ–ნი თვითმავალი სერბული ჰაუბიცა SORA

ჟურნალმა "International Defence Review" გამოაქვეყნა Miroslav Gyurosi–ს სტატია "Serbian 122 mm SORA self-propelled howitzer receives automatic loader", რომელშიც 2013 წლის ივნისში, ბელგრადში გამართულ მე–6 საერთაშორისო გამოფენა "Partner 2013"–ზე წარდგენილი 122მმ–ნი თითმავალი, საბურავებიანი შასის მქონე ჰაუბიცა SORA–ს შესახებაა საუბარი.
122მმ–ნი ჰაუბიცა D-30J–ეს (საბჭოთა Д-30–ის იუგოსლავიური ლიცენზირებული ვარიანტი) მოქანავე ნაწილის გამოყენებით თვითმავალ ჰაუბიცა SORA–ზე მუშაობა 2004 წელს ბელგრადის სამხედრო–ტექნიკურმა ინსტიტუმა დაიწყო. საარტილერიო სისტემის სავალ ნაწილად 6x6 სავალი ფორმულის მქონე სერბული სატვირთო მანქანა FAP 2026 BS/AV–ეს შასია გამოყენებული. SORA–ს პირველი პროტოტიპის საზოგადო ჩვენება 2009 წელს განხორციელდა, მაშინ ეს სისტემა საბურავებიან შასიზე უბრალოდ შემოდგმულ Д-30–ს წარმოადგენდა.
გამოფენა "Partner 2013"–ზე თვითმავალიო საარტილერიო დანადგარი SORA უკვე მეორე საცდელი ეგზემპლარით იყო წარდგენილი. აღსანიშნავია რომ ეს მეორე პროტოტიპი საბოლოო "კონფიგურაციით" იქნა გამოყვანილი და აღჭურვილი იყო დატენვის ავტომატური სისტემით. ავტომატური დამტენი ექვს გასროლას იტევს (ჭურვებს და მუხტებს). თვითონ დამტენი წარმოადგენს ორ დოლურა მექანიზმს, რომლებიც ქვემეხის სახაზინო ნაწილის გვერდებზეა განთავსებული – ჭურვები მარჯვენა დოლურაში, ხოლო მუხტები მარცხენაში.
ავტომატიზაციის წყალობით სარტილერიო დანადგარის გათვლა ორ კაცამდეა შემცირებული (თუმცა, სავარაუდოდ, გათვლაში საბოლოოდ მაინც სამი კაცი იქნება). ამ თვითმავალ საარტილერიო დანადგარს შეეძლება 3,5 წუთიანი ციკლებით აწარმოოს ცეცხლი – 90 წამი ესაჭიროება მანქანის გაჩერებას, გაშლას და სროლისთვის მომზადებას, 60 წამი ექვსი ჭურვის გასასროლად და კიდევ 60 წამი ასაშლელად და გასასვლელად. დანადგარს საერთო ჯამში 40 გასროლიანი საბრძოლო მარაგი ექნება, რომლებიც ძარასზე დაყენებულ სტელაჟებში იქნება განთავსებული.

 თვიტმავალი ჰსაარტილერიო დანადგარის უკანა ხედი – კარგად ჩანს ავტომატური დამტენი მექანიზმის ორი დოლურა 
დანადგარს გააჩნია ინერციული და თანამგზავრული ნავიგაცია, პოზიციონირებისა და ორიენტირების ქვესისტემები და სამგზავრო მდგომრეობიდან საბრძოლო მდგომარეობაში ავტომატური გადასვლის სისტემა. SORA აღჭურვილია საარტილერიო დანადგარის დისტანციურად მართვის სისტემით (ცეცხლის წარმოების ჩათვლით). მოცემული სისტემა შესაძლებელია იყოს როგორც უკაბელო, ასევე კაბელიანი, რომელის დროსაც ქვემეხის მართვა 200 მეტრის მოშორებიდან შეიძლება. ვერტიკალური და ჰორიზონტალური დამიზნების ამძრავების ციფრული მართვის სისტემა წამში 3° გადაადგილების და 0,5 მეათასედი სიზუსტით დამიზნების საშუალებას იძლევა. ჰაუბიცას შეუძლია აწარმოოს ცეცხლი ქვემეხის უკანა მდგომარეობიდან ორივე მხარეს 25 გრადუსზე, აწევის კუთხე –7–დან +70 გრადუსამდეა. დანადგარს სამი ავტომატურად გამოწევადი ტელესკოპური საბრჯენები გააჩნია. SORA–ს საერთო საბრძოლო მასა 18 ტონას უდრის.
ბელგრადი სამხედრო ტექნიკურმა ინსტიტუტმა SORA–ს ავტომატურ დამტენზე მუშაობა 2012 წლის დასაწყისში დაიწყო. ამ სისტემით აღჭურვილი SORA–ს პროტოტიპი 2013 წლის თებერვალ–ივნისში "პირველი ხუთწლედის" (Prva Petoletka Namenska) სახელობის ქარხანაში იქნა აწყობილი. კომპლექსის გამოცდები 2013 წლის ივლისში დაიწყება, თუმცაღა საცეცხლე გამოცდებს 2014 წლის მარტისთვის გეგმავენ.



წყარო:

Friday, July 12, 2013

Stinger-ი რუსეთში

2013 წლის ივნისის ბოლოს ვორონეჟში მდებარე პოლიგონ "პოგონოვოზე" მიმდინარე რუსეთის საარმიო ავიაციის შეჯიბრების შესახებ ტელეარხ "Звезда"–ს მიერ გაკეთებულ რეპორტაჟში საკმაოდ საინტერესო კადრი გამოჩნდა. რეპორტაჟის 02:20 წუთზე ამერიკული გადასატანი საზენიტო–სარაკეტო კომპლექსი FIM-92 Stinger გამოჩნდა. კომპლექსზე კაბელით სავარაუდოდ ოპერატორის სასწავლო–საწვრთნელი კომპლექსი M-134-ია მიერთებული.

თვითონ რეპორტაჟი

Wednesday, July 10, 2013

EF-2000 - ძალიან ძვირი და არასაიმედო

როგორც გერმანული გაზეთი spiegel იუწყება EF-2000-ებს საკმაოდ დიდი პრობლემები აღმოაჩნდა. კერძოდ კი შემდეგ პრობლემებზეა საუბარი:

  1. როგორეც ამბობენ 2011 წლამდე (დარწმუნებით, მაგის მერე უცნობია) EF-2000-სს გერმანიის ავიაციის ფრენის სერთიფიცირება არ ჰქონდა.
  2. ასევე კატაპულტირებად სავარძელს არ ჰქონდა გამოცდები გავლილი და ისე იქნა დაყენებული.
  3. დიდი პრობლემები აღმოაჩნდა პროგრამულ უზრუნველყოფაში - რამდენჯერმე ამის გამო საავარიო სიტუაციაც კი შეიქმნა. როგორც გაზეთი ამბობს იყო შემთხვევა რომ გამანადსგურებელი უმართავი ფრენით აეროპორტის მართვის კოშკურისკენ მიემართებოდა და უკანასკნელ წამს პილოტმა მოახერხა მართვის აღდგენა.
  4. როგორც ცნობილია 7 თვის განმავლობაში გამანადგურებელს 49 სხვადასხვა დეფექტი აღმოუჩნდა, რომლებიც არა მარტო წარმოების ხარისხთან არამედ თვით კონსტრუქციულ გაუთვლელობასთანაცაა კავშირში, რომლებიც დაპროექტებისას იქნა დაშვებული.
  5. ყოველივე ამის გამო იყო შემთხვევები როცა გერმანელი პილოტები ამ გამანადგურებლით ფრენაზე უარს ამბობდნენ.
  6. გამანადგურებლის ფასი საკმაოდ გაიზარდა - 2018 წლამდე 143 გამანადგურებლის შესაძენად (ამჟამად გერმანიის ავიაციის შეიარაღებაზე უკვე დგას 108 ცალი ამ ტიპის გამანადგურებელი) გერმანიის ავიაცია დაგეგმილი 14,7 მილიარდი ევროს ნაცვლად, რომლითაც სხვათა შორის 180 ევროგამანადგურებელი უნდა შეეძინათ, 16,8 მილიარდ ევროს გადაიხდის და ამ ფასში არ შედის T3B ვერსია, რომელიც ყველაზე მეწინავედ და მრავალფუნქციურ ვერსიად ითვლება (ანუ ფაქტიურად გამანადგურებელს მიწაზე მუშაობის შესაძლებლობები არ ექნება). თუმცა როგორც სპეციალისტები ვარაუდობენ  ეს თანხა შესაძლოა კიდევ ერთი მილიარდით გაიზარდოს.


წყარო:


ტაილანდის Т-84 Оплот-ები

ტაილანდისთვის გამოშვებული პირველი სერიული უკრაინული Т-84 Оплот-ის შესახებ უკვე ვწერდი – ტაილანდის Т-84 Оплот. წარმოგიდგენთ ამ პირველი ტანკის პრეზენტაციის დამატებით ფოტომასალას, რომელიც ფორუმ http://otvaga2004.mybb.ru/–ზე გამოქვეყნდა:

















Tuesday, July 9, 2013

დღის ფოტო – ცეცხლის ქვეშ

ავღანეთი, ჰელმანდის პროვინცია – ავღანელი სნაიპერის მიერ დაცხრილული ქართული კონტინგენტის მანქანა

Monday, July 8, 2013

ებრაული Merkava–ს ეგვიპტური მაკეტი

ფორუმ http://www.militaryphotos.net–ზე განთავსებული იქნა საკმაოდ საინტერესო ფოტოები, რომლებზეც ებრაული ტანკი Merkava–ს ეგვიპტური მაკეტია გამოსახული. როგორც ჩანს ეგვიპტის არმიამ თავისი სატანკო ეკიპაჟების მოსამზადებლად ებრაული ტანკის საკმაოდ დეტალური მაკეტები დაამზადა. მაკეტი სავარაუდოდ საბჭოთა Т-54-ის ბაზაზეა შექმნილი:

Friday, July 5, 2013

მე–2 მსოფლიო ომის რარიტეტები სირიაში (vol.2)

სირიელმი ამბოხებულები კვლავ აგრძელებენ საინტერესო ცეცხლსასროლი იარაღის ნიმუშების გამოყენებას – აქამდე მეორე მსოფლიო ომის დროინდელი გერმანული Stg-44-ით და საბჭოთა ДПМ–ით გვაოცებდნენ. ახლა უკვე მსხვილ ლულებზე გადავიდნენ და მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ტანკსაწინააღმდეგო მსხვილკალიბრიანი შაშხანა აიღეს ხელში. ფოტოზე სიმონოვის ტანკსაწინააღმდეგო შაშხანა  ПТРС–ით შეიარაღებული სირიელი მეამბოხეა გამოსახული 

დაწვრილებით შაშხანის შესახებ – Simonov PTRS anti-tank rifle (USSR)

Thursday, July 4, 2013

SURVIVABLE COMBAT TACTICAL VEHICLE (SCTV) - ანუ საუკეთესო HMMWV–ე

ამერიკის არმიამ Textron Marine & Land Systems–თან ტაქტიკური ავტომანქანა HMMWV–ეს მოდერნიზაციის მიზნით 3,29 მილიონი დოლარის ღირებულების ხელშეკრულება გააფორმა. მოდერნიზაცია მანქანის ბალისიტკური და ნაღმდგრადობის პარამეტრების გაზრდას ითვალისწინებს. ეს მანქანები პროგრამა JLTV–ის რეალიზაციამდე დარჩება გამოყენებაში, სავარაუდოდ მოდერნიზაცია რამოდენიმე ათასი HMMWV–ეს ჩაუტარდება.

კომპანიის პრეს–რელიზის თანახმად მოდერნიზაციის შედეგად ნებისმიერ HMMWV–ეს ტიპის მანქანაზე შესაძლებელი იქნება სპეციალური მონოკოკის დაყენება. ეს ჯავშანკაფსულა სრულიად ადაპტირებულია ამჟამად არსებულ HMMWV–ეს კონსტრუქციასთან, მართვის და ამძრავობის ხელსაწყოებთან და სისტემებთან.
კაფსულა უზრუნველყოფს ეკიპაჟის ბალისტიკურ დაცვას, ხოლო მისი ნაწილობრივ V–სებური ფსკერის ზრდის მის გადარჩენადობას თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობის აფეთქების შემთხვევაში. ამას გარდა ეკიპაჟის აფეთქებისგან დასაცავად მანქანა აღჭურვილია 5 წერტილიანი დარტყმამდგრადი სავარძლებით.
წინამორბედისაგან ახალი მანქანა შემდეგი მახასიათებლებით გამოირჩევა:
  • გაუმჯობესებული დაცვა (ბალისტიკური და ნაღმდგრადობა).
  • კონდიციონერი წინ და უკან.
  • საწვავის სისტემის სადესანტო ნაკვეთურიდან გატანა და იზოლაცია.
  • აკუმულატორების გარე განყოფილება.
  • შიგნიდან სწორი და რბილი ზედაპირი რაც ეკიპაჯის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.
  • ხანძარსაწინააღმდეგო სისტემა.
  • მასიური დაზიანების იარაღისგან დაცვის სისტემა (ჭარმი წნევის წარმოქმნის დახმარებით).


აღსანიშნავია რომ HMMWV–ზე ამ ახალი დაცული კაფსული დაყენება უფრო ნაკლებ თანხებსა და ადამიანი–საათი დანახარჯებს მოითხოვს ვიდრე მანამდე მისი უბრალო დაჯავშნისთვის იყო საჭირო.




წყარო:

Saturday, June 29, 2013

უკრაინული Т-84–ები ამერიკაში

შარშან უკვე ვწერდი უკრაინის მიერ ამერიკაში გაყიდული 4 ცალი  Т-80ДУ–ს (Т-84) შესახებ – Т-80УД აშშ-ში. უკრაინამ ეს მანქანები ამერიკას სავარაუდოდ 2003 ან 2004 წელს მიჰყიდა. მანქანები მცირედით გადაკეთებულ Объект–478ДУ9-ებს წარმოადგენენ (სამი ცალი ადს "Дрозд"-ით აღჭურვილი Т-80УД (Объект 478БЭМ1), მეოთხე მანქანა ადს-ის ნაცვლად აღჭურვილი იყო კონდიციონერით (Объект-478БЭМ2). ოთხივე მანქანა Объект-478ДУ9-ის გადაკეთებით შეიქმნა). თუმცაღა ამერიკაში ეს მანქანები Дрозд-2–ით აღჭურვილი Т-80ДУ მარკირებით იქნა გაყიდული. გაყიდული მანქანებიდან 3 ცალზე აქტიური დაცვის კომპლექსი Дрозд-2 აყენია, ხოლო მეოთხე ტანკი, რომელიც ამ კომპლექსის გარეშეა, კონდიციონერითაა აღჭურვილი.

P.S. თავის დროზე ხარკოვის ტანკმშენებელმა ქარხანამ უკრაინის არმიისთვის 10 ცალი Т-84 "Оплот" (Объект–478ДУ9) ააწყო, თუმცაღა გადაუხდელობის გამო ეს მანქანები უკრაინის არმიამ ვერ მიიღო. შემდეგში ამ 10 ცალიდან ოთხი ცალი ამერიკაში აღმოჩნდა. ქვემოთა ფოტოებზე ამერიკაში გასაგზავნად გამზადებული სწორედ ეს მანქანებია გამოსახული.

 

აშშ–ს სახმელეთო ჯარების შემცირებისა და რეორგანიზაციის გეგმები

აშშ–ს არმიის შტაბის ხელმძღვანელმა, გენერალმა რეიმონდ ოდიერნომ, ვაშინგტონში 2013 წლის 25 ივნისს გამართულ ბრიფინგზე აშშ–ს სახმელეთო ჯარების 2014–2017 საფინანსო წლებში მოსალოდნელი შემცირებასა და რეორგანიზაციის შესახებ ისაუბრა. გენერალმა არმიის მოსალოდნელი რეორგანიზაციას "მეორე მსოფლიო ომის შემდგომ სავარაუდოდ ყველაზე დიდი საორგანიზაციო ცვლილება" უწოდა.
გენერალ ოდიერნოს განცხადებით, მოსალოდნელი შემცირება ეს 2011 წლის საბიუჯეტო აქტის (Budget Control Act of 2011) შედეგია და არანაირ კავშირში არაა ბიუჯეტის ახლანდელ სეკვესტრთან, თუმცა აღნიშნა რომ სეკვესტრის გაგრძელების შემთხვევაში ეს შემცირებები სავარაუდოდ უფრო ღრმა გახდება.

აშშ–ს სახმელეთო ძალები შემცირების შედეგად დღეს არსებული 570 ათასი სამხედრო მოსამსახურიდან 490 ათას სამხედრო მოსამსახურემდე ჩამოვა. რეორგანიზაციის ძირითადი ელემენტი დღეს არმიაში არსებული 45 რეგულარული საბრძოლო ბრიგადის (Brigade Combat Team - BCT) 32–მდე შემცირება გახდება (ჯერ–ჯერობით ცნობილია მხოლოდ 12 ბრიგადის შემცირების გეგმები, ერთი ბრიგადა არ დაზუსტებულა). აღსანიშნავია რომ, რეორგანიზაციის ძირითად საშუალებად ის ჯავშანსატანკო და ქვეითი ბრიგადები გახდებიან, რომლებიც უკვე დიდი ხანია ორბატალიონიანი საშტატო სტრუქტურიდან სამბატალიონიან საშტატო სტრუქტურაზე გადასვლას ელიან. ამგვარად აშშ–ს სახმელეთო ძალების ბატალიონების საერთო რაოდენობა მხოლოდ ორით შემცირდება – 98–იდან 96–მდე (ან 95–მდე). ბრიგადებში ასევე გაძლიერდება საინჟინრო ქვედანაყოფები და საცეცხლე მხარდაჭერის ძალები.

დღეს არსებული 16 ჯავშანსატანკო ბრიგადის (ABCT, ყოფილი НВСТ), 21 ქვეითი ბრიგადისა (IBCT) და Stryker–ების 8 ბრიგადის (SBCT) ნაცვლად მომავალში სავარაუდოდ 12 ჯავშანსატანკო ბრიგადა (ABCT), 14 ქვეითიბრიგადა (IBCT) და 7 Stryker–ის ბრიგადა (SBCT) დარჩება. თუმცა გენერალ ოდიერნოს განცხადების თანახმად "მძიმე ბრიგადების" რაოდენობა შესაძლებელია გადაიხედოს მათი კიდევ უფრო შემცირების მიზნით. არაოფიციალური მონაცემებით, მომავალში შესაძლებელია კიდევ ორი ჯავშანსატანკო ბრიგადის ქვეით ბრიგადად და ერთი ქვეითი ბრიგადის Stryker ბრიგადად გადაფორმირება. 
ამგვარად, აშშ–ს არმიის სტრუქტურა კვლავ უბრუნდება "არმიის ტრანსფორმაცია"–მდელ მდგომარეობას (2003 წელს არმიაში 33 რეგულარული საბრძოლო ბრიგადა იყო). შესაბამისად ბრიგადების რაოდენობა დივიზიებში ოთხიდან სამამდე შემცირდება.

ცნობილია რომ აშშ–ს კონტინენტურ ნაწილზე შემცირებას შემდეგი ათი ბრიგადა ექვემდებარება:

  • 3rd BCT, 1st Armored Division, Fort Bliss, Texas
  • 4th BCT, 82nd Airborne Division, Fort Bragg, N.C.
  • 4th BCT, 101st Airborne Division, Fort Campbell, Ky.
  • 3rd BCT, 4th Infantry Division, Fort Carson, Colo.
  • 3rd BCT, 10th Mountain Division, Fort Drum, N.Y.
  • 4th BCT, 1st Cavalry Division, Fort Hood, Texas
  • 3rd BCT, 1st Infantry Division, Fort Knox, Ky.
  • 4th BCT, 1st Infantry Division, Fort Riley, Kan.
  • 2nd BCT, 3rd Infantry Division, Fort Stewart, Ga.
  • 4th Stryker Brigade Combat Team, 2nd Infantry Division, Joint Base Lewis-McChord, Wash.
ამგვარად აშშ–ს არმიის ათი დივიზია სამბრიგადიან საშტატო სტრუქტურაზე გადავა, პირველი ქვეითი დივიზია ორ ბრიგადას დაკარგავს, ხოლო 25–ე მსუბუქი ქვეითი დივიზია ოთხ ბრიგადას შეინარჩუნებს. ამას გარდა დასაშლელ ბრიგადებს შორის უკვე დაშლის პროცესში მყოფი, გერმანიაში დისლოცირებული ორი ცალკეული ბრიგადაც შეიყვანეს – 170th ВСТ (რომელიც 2012 წლის ბოლოსთვის იქნა დაშლილი) და 172nd BCT (დაიშლება 2013 წლის ოქტომბრისთვის). ასევე იგეგმება კიდევ ერთი ცალკეული ВСТ–ის დაშლა, მაგრამ კონკრეტული ბრიგადა ჯერ არ დასახელებულა.

აშშ–ს სახმელეთო ძალების ბრიგადების რეორგანიზაციი გრაფიკი
წყარო: