Tuesday, December 4, 2012

Ramstein Rover-2012

5–დან 21 სექტემბრამდე ჩეხეთში მიმდინარეობდა NATO–ს ავიამაკორეკტირებლების საერთაშორისო სწავლება, რომელსაც ორგანიზირებას უკეთებს NATO–ს სამხედრო–საჰაერო ძალების უმაღლესი მთავარსარდლობა (გერმანია, ბაზა რამშტეინი).


სწავლებაში მონაწილეობდა ოცდაათამდე ავიაკონტროლიორი და თხუთმეტამდე ინსტრუქტორი. სწავლებაში ასევე მონაწილეობდნენ შემდეგი საფრენი აპარატები – თურქული F-16, ამერიკული A-10, ჩეხური L-159, L-39, Ми-24, Ми-171, Ми-17, სლოვაკური L-39 და Ми-17, გერმანული Learjet და PC-9 და ბრიტანული KC-135.










დამატებით ფოტოები:

Monday, December 3, 2012

პირველი ინდური თვითმავალი ჰაუბიცა


India Today.in–ის თანახმად – "ინდურმა საწარმოო ჯგუფმა Tata–მ დღეს ნიუ–დელიში წარადგინა ახალი 155მმ–ნი მობილური ჰაუბიცა, რომელიც ამ სფეროში პირველი ინდური ნაწარმია".


52 კალიბრის სიგრძის ლულის მქონე, 155მმ–ანი ჰაუბიცა შვედური კომპანია Bofors–ის ტექნოლოგიებითაა შექმნილი და განთავსებულია 8x–სავალი ფორმულის მქონე სატვირთოზე. არტსისტემა შექმნილია პროგრამა Mounted Gun Project–ის ფარგლებში, Tata Power Strategic Electronics Division–ის მიერ. სისტემას სამი წუთის განმავლობაში 40 კილომეტრზე ექვსი ჭურვის სროა შეუძლია.
ხვალ ეს სისტემები მანეკშაუში, საარმიო სემინარზე იქნება წარდგენილი. ბოლო 25 წლის განმავლობაში ინდოეთმა კორუპციული სკანდალების გამო ვერ შეძლო ჰაუბიცების იმპორტირება. ბოლო ხელშეკრულება 1987 წელს შვედებთან გაფორმდა (410 ცალი ჰაუბიცა FH-77B), მას შემდეგ არმიის ჰაუბიცების პარკი არ განახლებულა. საწყის ეტაპზე ინდოეთის არმია 814 ცალი საკუთარი წარმოების ჰაუბიცის შესყიდვას გეგმავს.
კომპანია Bofors–ის ჰაუბიცებმა 1999 წელს, კარგილეს კონფლიქტში თავი შესანიშნავად გამოიჩინეს. მთლიანობაში ინდოეთი 2200 ცალი ახალი ჰაუბიცის შესყიდვას გეგმავდა, რომლებიც ხუთ სხვადასხვა ვარიანტში უნდა ყოფილიყო, მაგრამ კორუპციული სკანდალის გამო, რომელშიც ჩარეულები აღმოჩნდნენ ისეთი ფირმები, როგოებიც არიან Rheinmetall, Singapore Technologies Kinetics, Soltam და Denel, ვერ მოხერხდა ამ გეგმის განორციელება.

ჰაუბიცა FH-77B კარგილეს კონფლიქტში


წყარო:

Tata to unveil India's first indigenous 155 mm Bofors-type howitzer

OPFOR გერმანულად

გერამანული Leopard-2, რომელიც საბჭოთა T-80 გამოსახავს


მიზნის ავტომატურად მიყოლა ცეცხლსასროლ იარაღზე


მიზნის ავტომატურად მიყოლის ფუნქცია უკვე დიდი ხანია არსებობს ავიაციაში და ასევე ინერგება ჯავშანექნიკის ცეცხლის მართვის კომპლექსშიც – ამჯერად ეს ფუნქცია ქვეითის ცეცხლსასროლ იარაღშიც გამოჩნდა.



სამიზნე იწარმოება კომპანია ΤrackingPoint–ის მიერ. როგორც მწარმოებელი იუწყება – სამიზნე კომპლექს «Intelligent Digital Tracking Scopes» შეუძლია ავტომატურად განახორციელოს სამიზნის ჩაჭერა და მისი მიყოლა.




წყარო:
http://tracking-point.com/

Georgian 31 Lt.Infantry Battalion CQB training (vid)


USS Enterprise (CVN-65)

ბევრისთვის შეუმჩნევლად ჩაიარა მსოფლიოში პირველი ატომური ავიაზმიდის პენსიაზე გაყვანის ფაქტმა – 1 დეკემბერს აშშ–ს სამხედროსაზღვაო ძალების კუთვნილი ავიამზიდი USS Enterprise (CVN-65)  51 წლიანი სამსახურის შემდეგ შეიარაღებიდან იქნა მოხსნილი.

ავიამზიდი USS Enterprise (CVN-65) შეიარაღებიდან მოხსნის ოფიციალური ცერემონიალი (სურათების წყარო –  Inactivation Ceremony - December 1, 2012)




USS Enterprise (CVN-65):
აშშ – ბირთვული ძალური დანადგარით აღჭურვილი პირველი ავიამზიდი. მწყობრში ჩადგა 1961 წელს. ამ პროექტის პირველი და უკანასკნელი ხომალდი, თუმცაღა დაგაგმილი იყო ამ პროექტის კიდევ ხუთი ავიამზიდის აგება. ავიამზიდის ჯამურმა ფასმა იმ დროის 451 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც გახდა დანარჩენ ხომალდებზე უარის თქმის მიზეზი (სიძვირე). 
USS Enterprise ყველაზე გრძელი საბრძოლო ხომალდია (342,3 მეტრა). ავიამზიდის დევიზია – The First, the Finest (პირველი და საუკეთესო). ბირთვული საწვავის ერთი გამართვა ხომალდს 13 წელი ყოფნის, ამ დროის განმავლობაში მას 1 მილიონი მილის გავლა შეუძლია. შეიარაღების საერთო მარაგი 2520 ტონას უდრის.
ისტორიული ცნობები:
ავიამზიდის აგება 1957 წლის 15 ნოემბერს Newport News Shipbuilding–ის ვერფზე დაიწყო. ხომალდის წყალში ჩაშვება 1960 წლის 24 სექტემბერს მოხდა. 1962 წლის 12 იანვარს ავიამზიდმა განახორციელა თავისი პირველი ცურვა, რომელიც 3 თვეს გაგრძელდა.
1965 წელს "Enterprise" შევიდა მეშვიდე ფლოტის შემადგენლობაში და გაემგზავრა სამხრეთ–აღმოსავლეთ აზიაში. 1965 წლის დეკემბერში, ვიეტნამთან ომის დაწყების შემდეგ, "Enterprise" გახდა ბირთვული ძალური დანადგარით აღჭურვილი პირველი საბრძოლო ხომალდი რომელმაც საბრძოლო მოქმედებებში მიიღო მონაწილეობა. ავიამზიდმა რეკორდი დაამყარა – ერთ დღე–ღამეში ავიამზიდიდან 165 საბრძოლო აფრენა განხორციელდა.
1998 წელს ავიამზიდი მონაწილეობს ერაყის წინააღმდეგ განოხრციელებულ ოპერაციაში "უდაბნოს მელა".
2001 წელს ასევე მონაწილეობას ღებულობს ავღანეთში თალიბების წინააღმდეგ წამოწყებულ საბრძოლო მოქმედებებში.
წელიწადნახევრის შემდეგ ხომალდი კვლავ დაბრუნდა სპარსეთის ყურეში და კვლავ განახორციელა მოკავშირე ძალების ერაყში შეჭრის ოპერაციის საჰაერო მხარდაჭერა.
2011 წლის დასაწყისში ხომალდი სომალიის სანაპიროებთან იმყოფება და მეკობრეებთან ბრძოლაში იღებს მონაწილეობას.
2012 წლის 26 მარტს ავიამზიდი თავის დამრტყმელ დაჯგუფებასთან ერთად შედის ხმელთაშუაძღვაში და სპარსეთის ყურისკენ მიემართება (3 აპრილს უკვე ყურეში შევიდა).
2012 წლის 4 ნოემბერს ავიამზიდმა დაასრულა თავისი უკანასკნელი, 8 თვიანი ცურვა. მთლიანობაში ავიამზიდი ზღვაში 25–ჯერ გავიდა, მისი ჩამოწერის ოფიციალური ცერემონიალი 2012 წლის 1 დეკემბერს გაიმართა.
ძირითადი მონაცემები:
წყალწვა – 73 858 ტონა
სრული წყალწვა — 93 400 ტონა
სიგრძე – 342 მეტრი
სიგანე – 78,4 მეტრი
სიგანე წყალხაზთან – 40,5 მეტრი
ჯდომი – 12 მეტრი
ძალური დანადგარი – 8 რეაქტორი, 4 ტურბინა
სიმძლავრე – 210 მგვტ
სვლის სიჩქარე – 33,6 კვანძი (62,2კმ/სთ)
ეკიპაჟი – 3000 კაცი + 1800 კაცი ავიაფრთის შემადგენლობიდან
ავიაცია – 90 ცალი ვერტმფრენი და თვითმფრინავი 

საინტერესო ფაქტები  USS Enterprise–ს შესახებ



ჰაერი–ჰაერი კლასის პერსპექტიული რაკეტა CUDA ამერიკული F-35–სათვის

ჟურნალმა "Air Force Magazine" გამოაქვეყნა ვაშინგტონში, 2012 წელს გამართულ, აშშ–ს სამხედრო–საჰაერო ძალების ასოციაციის (Air Force Association) ყოველწლიურ კონფერნეცია Air & Space Conference and Technology Exposition–2012–ზე გამოტანილი Lockheed Martin–ის მე–5 თაობის გამანადგურებლის, F-35–ის მოდელი, რომლის შიდა იარაღის ნაკვეთურებშიც ასევე Lockheed Martin–ის მიერ შემუშავებული ახლო მანძილის, მცირე ზომის ჰარი–ჰარი კლასის 12 ცალი რაკეტა CUDA არის მოთავსებული. 


ადრე ამ რასკეტის პროგრამაზე ინფორმაცია არ არსებობდა. Lockheed Martin–ის წარმომადგენლის განცხადების თანახმად პროგრამა CUDA გასაიდუმლოებულია და ხორციელდება მე–5 თაობის გამანადგურებლებისთვის ჰარი–ჰაერი კლასის არსენლის ორჯერ–სამჯერ გაზრდის მიზნით. ამჟამად კორპორაცია აშშ–ს სამხედრო–საჰაერო ძალებთან ამ პროგრამის განხილვის სტადიაშია.
რაკეტა CUDA თავისი გაბარიტებით მცირეგაბარიტული მართვადი ბომბა SDB–ს ანალოგიურია, ხოლო გარეგნული იერით მინიატურიზირებულ და დამოკლებულ რაკეტა AIM-120 AMRAAM–ს ჰგავს. ისევე როგორც ეს ბოლო, CUDA–ც დამიზნებას აქტიური რადიოლოკაციური თავაკის დახმარებით ახორციელებს. CUDA–ს განმასხვავებელი ნიშანია მიზნის კინეტიკური განადგურების კონცეფცია HTK (Hit-to-Kill) – როდესაც რაკეტა სამიზნეს არა ასაფეთქებელი ქობინით, არამედ პირდაპირი მოხვედრით, ანუ კინეტიკური ენერგიით ანადგურებს.


Lockheed Martin CUDA-ს საპროექტო გამოსახულება


წყარო:
New (still quite secret) Hit-to-Kill missile for the F-35 unveiled: the Lockheed Martin “Cuda”


Sunday, December 2, 2012

OPERATION DESERT STORM - Evaluation of the Air Campaign

ინტერნეტში საკმაოდ ბლომადაა ინფორმაცია 1991 წელს ერაყში განხორციელებული "უდაბნოს ქარიშხლის" ოპერაციის შესახებ ინფორმაცია, თუმცა ყველგან აზრთა სხვადასხვაობაა – ასეთი გაურკვევლობის თავიდან ასაცილებლად ყოველთვის კარგია ოფიციალური მოხსენებების გამოყენება. ერთერთი ასეთი მოხსენება სწორედ ამ ოპერაციის საჰაერო კომპონენტის ეფექტურობას ეხება.

პირველ რიგში უდაბნოს ქარიშხალი ეს აშშ–ს და მისი მოკავშირეების მიერ ერაყის წინააღმდეგ განხორციელებული 43 დღიანი საჰაერო ოპერაციაა (1991 წლის 17 იანვრიდან 1991 წლის 28 თებერვლამდე. ეს იყო აშშ–ს მიერ განხორციელებული პირველი დიდი საჰაერო ოპერაცია ვიეტნამის ომის შემდეგ, ხოლო ზოგიერთი მაჩვენებლით (აშშ–ს და მოკავშირეების დაბალი მსხვერპლით და მცირე ხანგრძლივობით) ეს ოპერეცია უპრეცენდენტო იყო და წარმოაგდენს აშშ–ს მიერ მე–20 საუკუნეში განხორციელებული საბრძოლო მოქმედებებს შორის ყველაზე წარამტებულს. საჰაერო 43 დღიანი მოქმედების გარდა განხორციელდა ასევე სახმელეთო ოპერაციაც – რომელიც მხოლოდ 100 საათს გაგრძელდა.
საჰაერო კომპანიაში აშშ–ს სამხედრო საჰაერო ძალების შეიარაღებაზე მდგარი თითქმის ყგელა თვითმფრინავი მონაწილეობდა, განხორციელდა მიახლოებით 40 000 ჰაერი–მიწა დავალებაზე გაფრენა და 50 000 დამხმარე გაფრენა (დაზვერვა, საწვავით გამართვა, ხარვზების დადგმა და ასე შემდეგ). მიახლოებით 1600 ამერიკული საბრძოლო თვითმფრინავი ღებულობდა მონაწილეობას ამ ოპერაციაში. ისტორიული საზომით ფრენების ინტენსივობა საკმაოდ მაღალი იყო – დღეში ამერიკული თვითმფრინავები ერაყის თავზე მეორე მსოფლიო ომის დროს ამერიკული ავიაციის მიერ გერმანელების და იაპონლების თავზე ჩამოყრილი ბომბების დღირური რაოდენობის 85% ყრიდნენ.

Number and Percent of Inventory of U.S. Air-to-Ground Aircraft Deployed to Desert Storm


უდაბნოს ქარიშხალმა საკმაოდ დიდი ინფორმაცია მისცა ამერიკელებს თავისი თვითმფრინავებისა და საჰაერო შეიარაღების რეალურ საბრძოლო ვითარებაში შესაფასებლადა. რომ განხორციელებულიყო ცალკეული სისტემების, განსაკუთრებით სტელს  F-117–ის, ეფექტურობის და ასევე სისტემის ფასი–ეფექტურობის  ობიექტური შეფასება ამერიკელებმა შეიმუშავეს ეფექტურობის განმსაზღვრელი ირიბი მაჩვენებელი – ანგარიშდება სრულიად წარმატებული (fully successful – FS)  და არასრულად წარმატებული (not fully successful – NFS) ოპერაციების თანაფარდობა. 
ამ მონაცემების შედარებისას აღმოვაჩენთ რომ ეფექტურობა თამაშობს თვითმფრინავისა და შეიარაღების ტიპის მიხედვით. მაგალითად F-111F–ს ყველაზე მაღალი კოოფიციენტი აქვს წარმატებული–ნაკლებად წარმატებული მისიების შეფარდებისას (3,2:1). მომდევნო ადგილზე F-117 და F-16 იმყოფებიან – 1,4:1 და 1,5:1 შესაბამისად, შემდეგ ადგილებს F-15E და A-6E ინაწილებენ – შესაბამისად 1,0:1 და 1,1:1 კოოფიციენტით. მხოლოდ B-52 და F/A-18 აქვს უფრო ნაკლები წარმატებული ოპერაციები ვიდრე წარუმატებელი – 0,7:1 და 0,8:1 შესაბამისად. A-10–ის შესახებ მონაცემების არ არსებობის გამო კოოფიციენტის დაანგარიშება ვერ მოხერხდა.
ამ ციფრების გარდა ხდებოდა ასევე სხვა ციფრების სტატისტიკური დამუშავებაც. მაგალითად ეფექტურობის კოოფიციენტი F-111F–ს ყველაზე მაღალი აქვს, მაგრამ ყველაზე მეტი წარმატებული ოპერაცია F-117–მა შეასრულა – 122 FS და 87 NFS. მომდევნო ორ ადგილზე ამ ციფრების მიხედვით F-16 (67 FS და 45 NFS) და F-111F (41 და13 NFS) იყო.


მთალიანი მოხსენების წაკითხვა შემდეგ ბმულზეა შესაძლებელი:


დღის ფოტო (J-20)


ჩინური Cy-27 vs ინდური Cy-30МКИ ტიბეტის თავზე

ცოტაც და შესაძლოა "ცხელ" კონფლიქტში გადაზრდილიყო ინდურ–ჩინური გამანადგურებლების საჰაერო ბრძოლა ტიბეტის თავზე და დაპირისპირებული მხარეების სამხედრო მაშტაბების გათვალისწინებით ეს არ იქნებოდა მცირე მაშტაბიანი კონფლიქტი.


საჰაერო დაპირისპირების მთავარ გმირებად ორი ჩინური Cy-27 და ორი ინდური Cy-30МКИ გამოვიდნენ, რომლებიც თავდაპირველად რადარების გამოყენებით BVR (Beyond-Visual-Range) საჰაერო ბრძოლაში ჩაერთვნენ, ხოლო დაახლოების და ოპტიკური კონტაქტის დამყარების შემდეგ უკვე ახლო საჰარო ბრძოლა გაიმართა.
ინდოეთის მთავრობისადმი გაკეთებული მოხსენების თანახმად საჰაერო ბრძოლა 30 ოქტომბერს განხორციელდა, ინდოეთის და ტიბეტის საზღვართან, იმ ადგილთან ახლოს, რომელიც ჩინეთმა 1962 წელს, ჩინეთ–ინდოეთის კონფლიქტის დროს დაიკავა (Arunachal Pradesh, Tawang–ის რეგინი).

ტიბეტის დედაქალაქ ლისაში განთავსებულმა ჩინურმა რადიოლოკაციურმა სადგურმა 30 ოქტომბერს, შუადღისით, ორი ინდური Cy-30МКИ დააფიქსირა, რომლებიც იმ ტერიოტრიის თავზე დაფრინავდნენ, რომელსაც ჩინელები თავისად თვლიან. სიგნალის მიღებისთანავე ჩინელებმა გზის გადასაჭრელად ორი Cy-27 აწიეს ჰაერში.
შეტაკება ჯერ დიდ დისტანციებზე, რადარების გამოყენებით დაიწყო (სავარაუდოდ ჩინური გამანადგურებლების აფრენა ინდოელმა პილოტებმა თავიდანვე დააფიქსირეს წინასწარი გაფრთხილების სახმელეთო ან საჰაერო პლატფორმის დახმარებით). სიტუაცია მას მერე დაიძაბა რაც გამანადგურებლები ერთმანეთს დაუხალოვდნენ რის შემდეგაც რელიეფს მოეფარნენ და რადარებიდან გაქრნენ – როგორც ჩინურიდან ასევე ინდურიდან.
რადგანაც ორივე მხარე თვალყურს ადევნებდა ამ საჰაერო დაპირისპირებას, თვითმფრინავების რადარებიდან გაუჩინარება 12 წუთის განმავლობაში ორივე მხარემ მათ ჩამოგდებად აღიქვა და საპასუხო რეაქციამაც არ დააყოვნა – ინდურმა მხარემ ექვსი Cy-30МКИ ხოლო ჩინურმა მხარემ რვა Cy-27 აწია ჰაერში. მაგრამ საბოლოოდ, 12 წუთიანი გაქრობის შემდეგ, გამანადგურებლები ისევ გამოჩნდნენ რადარებზე რამაც ამ დაპირისპირების მშვიდობიანი დასასრული უზრუნველყო. როგორც ინდური მხარე იუწყება – "კიდევ 5 წუთი და ალბათ ყველაფერი სერიოზულ სახეს მიიღებდა".


წყარო:
Αερομαχία κινεζικών και ινδικών μαχητικών - Παραλίγο να "εκραγεί" η περιοχή του Θιβέτ
Indian, Chinese fighter aircraft come face to face near Arunachal border