Monday, April 29, 2019

ვიდეო B-2 Spirit-ის კოკპიტიდან

ბომბდამშენ B-2 Spirit-ის 30 წლიანი ისტორიის განმავლობაში პირველად განხორციელდა მუშაობის პროცესში კაბინის ვიდეო გადაღება. 


ვიდეოზე, რომელი დალასელი კინოოპერატორის, ჯეფ ბოლტონის (Jeff Bolton) მიერ იქნა გადაღებული, კარგადაა ასახული ამ სტელს ბომბდამშენის მართვის ინსტრუმენტების მთელი სპექტრი. ვიდეოში ასევე ასახულია ბომბდამშენის საწვავით ჰაერში გამართვის პროცესიც.


სტელს ბომბდამშენი B-2 ოპერირებას მსოფლიოს მაშტაბით ახორციელებს, მას შეუძლია განახორციელოს 44 საათიანი უწყვეტი ფრენა მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში. "გლობალურ ბირთვულ სახელმწიფოებთან - რუსეთთან, ცინეთთანა და ჩრდილოეთ კორეასთან, დაპირისპირების ფონზე, ეს ვიდეო კარგი შეხსენებაა იმისა, თუ რა შეუძლია ამერიკის სტრატეგიულ ავიაციას" - განაცხადა ვიდეოს პროდიუსერმა, ჯეფფ ბოლტონმა.

დაბალი შემჩნევადობის ტექნოლოგიები და მაღალი აეროდინამიკური ეფექტურობა და დიდი მარგი ტვირთამწეობა B-2-ს სხვა ბომბდამშენებთან უპირატესობას ანიჭებს. მისი დაბალი შემჩნევადობა მაღალ სიმაღლეებზე მას მოქმედების დიდ თავისუფლებას ანიჭებს. საწვავის ერთი გამართვის მას 6000 მილის (9600 კილომეტრის) დაფარვა შეუძლია.

B-2-ს ორი პილოტი მართავს - მფრინავი მარცხენა სავარძელში და მისიი ხელმძღვანელი მარჯვენაში - მის გვერდით მომსახურე B-1B-სა და B-52-ს შესაბამისად ოთხი და  ხუთკაციანი ჯგუფები მართავენ.

Saturday, April 27, 2019

F-22-ის პილოტები GAU 5A ტიპის მოდერნიზირებული შაშხანებით შეაიარაღეს

აშშ-ს საჰაერო ძალების F-22-ის პილოტებმა სწრაფად დაშლადი შაშხანები მიიღეს - შაშხანას ადვილად ეხსნება ლულა და ეკეცება ფისტოლეტის სახელური, რაც კაბინაში მის განთავსებას მოსახერხებელს ხდის.



ალიასკაში მდებარე "ელმენდორფ-რიჩარდსონის" გაერთიანებულ ავიაბაზაზე (Joint Base Elmendorf-Richardson), აშშ-ს საჰაერო ძალებნის მე-3 ავიაფრთის F-22 Paptor-ების პილოტებმა მათ შეიარაღებაზე არსებული მოდერნიზირებული შაშხანების - GAU-5А-ს (აშშ-ს საჰაერო ძალებისთვის განკუთვნილიო M4 კარაბინის სახესხვაობის დასახელება - GAU - Gun, Automatic, Universal) დემონსტრირება განახორციელეს.

შაშხანის მოდერნიზაცია კომპანია Cry Havoc Tactical-ის აღჭურვილობის ხარჯზე განხორციელდა და მიიღო სახელწოდება Quick Release Barrel - შემოკლებით QRB. ახალი აღჭურვილობის დახმარებით შესაძლებელია შაშხანის სწრაფად დაშლა და მისი ფარულად ტარება, რაც რა თქმა უნდა გამანადგურებლის კაბინაში მის განთავსებას საკმაოდ აიოლებს. შაშხანის აწყობა 60 წამშია შესაძლებელი.

Friday, April 26, 2019

FNSS PARS III-ის საინჟინრო მანქანა ომანისთვის

FNSS-მა მოდულური და სხვადასხვა ამოცანებზე ადაპტირებული PARS III 8x8-ს ბაზაზე შექმნილი საინჟინრო-გზაგამწმენდი მანქანა წარადგინა. მანქანა ომანის სამეფო არმიისთვისაა შექმნილი. გეგმის მიხედვით აღნიშნული მანქანის საკვალიფიკაციო გამოცდები ამ წლის პირველ ნახევარში დასრულდება - რის შემდეგაც მას შემკვეთს გადასცემენ.



FNSS-ის მიერ შემუშავებული საინჟინრო PARS III-ის ძირითადი დანიშნულება გზების განაღმვაა. თუმცაღა მოდულური კონსტრუქციისა და სწრაფად დაყენებადი და მოხსნადი აღჭურვილობის წყალობით, მას მულტიფუნქციური როლი ენიჭება.

მანქანას შეუძლია:

  • გაწმინდოს გზებზე და მარშუტებზე არსებული წინაღობები;
  • აწარმოოს ისეთი საინჟინრო სამუშაოები, როგორებიცაა - სამეთაურო პუნქტების მოწყობა, ჯარების შენიღბვა, მაკეტების აწყობა და განთავსება;


ომანის სამეფოსთან გაფორმებული ხელშეკრულება მოიცავს - 172 მანქანის 13 სხვადასხვა მოდიფიკაციის დაპროექტებას, შექმნას, წარმოებასა და მიწოდებას. ხელშეკრულებაში ასევე შესულია კომპლექსური ლოჯისტიკური მხარდაჭერა. აღსანაიშნავია რომ 172 მანქანიდან 145 იქნება რვა სხვადასხვა კონფიგურაციის (აქედან ექვსი შეჯავშნილი გზაგამწმენდი-საინჟინრო) PARS III 8x8 და ხუთი კონფიგურაციის PARS III 6x6.


თურქული ჯავშან ელექტროავტომობილი Otokar Akrep II

ცნობილმა თურქულმა კომპანიამ - Otokar Otomotiv ve Savunma Sanayi-მ, 2019 წლის 24 აპრილს თავისი საწარმოოს ტერიტორიაზე ახლად შექმნილი, 4х4 სავალი ფორმულის მქონე მსუბუქი ჯავშანმანქანა  Akrep II წარადგინა. მანქანის გამნასხვავებელ ნიშნად მისი სრულიად ელექტრონული ამძრაობა გვევლინება - გასაგებ ენაზე რო ვთქვათ Akrep II ელეტრომობილს წარმოადგენს. მანქანაის დეტალური მახასიათებლები ჯერ არ ხმაურდება - მისი ოფიციალური წარდგენა სტაბმულში, სამხედრო გამოფენა IDEF-2019-ზე მოხდება.



მანქანა Akrep II-მა თავისი სახელი Otokar-ის მიერ ადრე წარმოებული 3,5 ტონიანი ჯავშანმანქანა Akrep-ისგან ("მორიელი") მიიღო, რომელიც თავის მხრივ ბრიტანული Land Rover Defender-ის შასიზე იყო შექმნილი - თუმცაღა  Akrep-ის ამ რო მოდიფიკაციას ერთმანეთთან არანაირი კავშირი არ გააჩნია.

მწარმოებელმა Akrep II წარადგინა როგორც ახალი თაობის ჯავშანმანქანა, რომელმაც თურქეთის არმიასა და სხვა ძალოვან სტრუქტურებში უნდა ჩაანაცვლოს ისეთი მანქანები, როგორებიცაა - Akrep და Otokar Cobra I.

Akrep II შექმნილია როგორც მოდულური, ნაღმედეგი მანქანა და მას შეუძლია შეიარაღდეს საკლმაოდ მძლავრი როგორც დისტანციური ასევე დასახლებული საბრძოლო მოდულებით. კომპანიის მიერ წარმოდგენილ მოდელზე  Otokar-ის მძიმე მოდული BOZOK ეყენა, რომელიც 25 მილიმეტრიანი ავტოქვემეხითა და 7,62 მილიმეტრიანი ტყვიამფრქვევით იყო შეიარაღებული.



მანქანის წონასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების თანახმად - ის Otokar Cobra II-ის წონაზე ნაკლებია, რომელიც თავის მხრივ სრულ საბრძოლო კომპლექტაციაში 13 ტონას იწონის. ერთი დატენვით მანქანა მოასვალტებულ გზაზე 250 კილომეტრს გადის (ან სამი საათი გზაში, რომლის მერეც 15-20 წუთიანი მარაგი კიდევ რჩება). 

ფოტოების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, წარმოდგენილი Akrep II, სრულიად ელექტრონულია, ის აკუმულიატორებით იკვებება, მის ყველა თვალი დამოუკიდებელი ელექტრო ძრავით მოდის მოქმედებაში. მწარმოებლის განცხადების თანახმად - გეგმაშია ასევე ჰიბრიდული ვარიანტის შექმნაც (დიზელ-გენერატორით), მანქანის ორივე ვარიანტი სერიული წარმოებისთვის ერთ წელიწადში უნდა იყოს მზად.

Thursday, April 25, 2019

აშშ-ს არმია M270-ების მოდერნიზაციასა და რაოდენობის ზრდას იწყებს

23 აპრილს კომპანია Lockheed Martin-მა, აშშ-ს არმიასთან 362 მილიონი დოლარის ღირებულების ხელშეკრულება გააფორმა, რომლის თანახმადაც არმიისთვის 50 ცალი ზცრს M270-ის რეკაპიტალიზაცია უნდ აგანახორციელოს.

Multiple Launch Rocket System M270A1

რემონტისა და მოდერნიზაციის სამუშაოები შემდეგ სამუშაო ადგილებზე განხორციელდება - გრანდ-პრაირი, ტეხასის შტატი; კამდენი, არიზონას შტატი და ნიუ-ბოსტონი, ტეხასის შტატი. სამუშაოები 2022 წლის 30 ნოემბერში უნდა დასრულდეს.

არმიის გეგმების თანახმად სულ უნდა განხორციელდეს შეიარაღებაზე არსებული 225 ცალი M270A1-ისა და კონსერვაციაზე მყოფი 160 ცალი M270A0-ის რემონტი და M270A2 დონემდე მოდერნიზაცია.

რედ რივერის საარმიორ სარემონტო ბაზასთან თანამშრომლობით, ეს ახალი გამშვები დანადგარები "განულებულ" დონეზე იქნება მიყვანილი - სრულიად განახლდება ძრავა, ტრანსმისია, სატრანსპორტო და გამშვები მოდულები (Launcher Loader Module - LLM), გაუმჯობესდება კაბინის შეჯავშნა (Improved Armored Cab - IAC) და დაყენდება ცეცხლის მართვის უახლესი სისტემა (Common Fire Control System - CFCS).

წყარო - Lockheed Martin Receives $362 Million Contract For Multiple Launch Rocket System Launcher (M270A2) Recapitalization

P.S. აშშ-ს არმია თავისი სარაკეტო არტილერიის გაძლიერებას იწყებს - ააქტიურებს კონსერვაციაზე დაყენებულ M270-ებს, რის შემდეგაც მათი საერთო რაოდენობა 385-მდე გაიზრდება. როგორც ჩანს რუსული არტილერიის მუშაობამ უკრაინაში თავისი შედეგი გამოიღო - ცივი ომი №2 რუტინულ კალაპოტში მიედინება.

Wednesday, April 24, 2019

დღის ფოტო - F-117A და მისი ნამოქმედარი

აშშ-ს საჰაერო ძალების 49-ე ავიაფრთის მე-8 ესკადრილიის პერსონალი და ბომბდამშენი F-117A, ოპერაცია SOUTHERN WATCH 1998 დროს ქუვეითში, ავიაბაზა აჰმედ ელ-ჯაბერზე განადგურებულ ანგართან პოზირებს


Deployed members from the 8th Fighter Squadron (FS), 49th Fighter Wing (FW) pose in front of a bombed-out hardened aircraft shelter and an F-117A "Stealth Fighter" at Ahmed Al-Jaber Air Base Kuwait, during Operation SOUTHERN WATCH 1998

Tuesday, April 23, 2019

C4ADS: ყირიმსა და რუსეთის სხვა პორტებში რუსეთი GPS სიგნალის სპუფინგს ახორციელებს

სპუფინგის განხორციელების სქემა

არაკომერციული ორგანიზაცია C4ADS-ის მიერ გავრცელებული მოხსენების თანახმად, რუსეთის რადიოელექტრონული დაზვერვისა და ბრძოლის ჯარები ამერიკული თანამგზავრული ნავიოგაციის სისტემის - GPS-ის სიგნალის სპუფინგს ახორციელებს. სპუფინგი ეს არის ცრუ სიგნალი, რომელიც ჰგავს ორიგინალურ სიგნალს და GPS-ის მიმღები შეცდომაში შეყავს.

მოხსენებაში საუბარია პრეზიდენტ პუტინის მიერ მნიშვნელოვანი ადგილების ვიზიტისას მიმდებარე ტერიტორიაზე დამახინჯებული სიგნალების არსებობაზე. მოხსენების თანახმად, რუსული სპეცსამსახურები GPS სიგნალის სპუფინგს  სხვა სტრატეგიულად მნიშვნელოვან ლოკაციებზეც იყენებენ. როგორც C4ADS ამტკიცებს, მსგავსი სპუფინგისთვის საჭიროა მძლავრი რადიოსიგნალების გამოყენება, რომლებიც გეოლოკაციის ზუსტ მონაცემებს ფაქტიურად "ჩამარხავენ" ცრუ სიგნალებში.

C4ADS-ის მოხსენება, რუსეთის მიერ GPS სიგნალის ჩახშობის 10 000 სხვადასხვა ინცინდენტს მოიცავს, რომლებიც უმეტესი შემთხვევები ხომალდების მახლობლად დაფიქსირდა. ამას გარდა მსგავსი შემთხვევები აეროპორტების მახლობლად და სხვა მნიშვნელოვან ლოკაციებზეც იქნა შემჩნეული.

სპუფინგის სიხშირე გელენჯიკის აეროპორტში

ანალიტიკოსების თანახმად, GPS-ის სპუფინგში მსოფლიოს მასშტაბით  რუსეთმა პირველმა გაიკვალა გზა. "თავისი პოლიტიკური ინტერესების დაცვის მიზნით რუსეთმა ერთ-ერთმა პირველმა დაიწყო GPS-ის სპუფინგი. სპუფინკი კონკრეტულად დრონებისთვის გზის ასაბნევად გამოიყენება — მნიშვნელოვანი იყო, რომ მათთვის მგრძნობიარე საჰაერო სივრცეში შესვლის უფლება არ მიეცათ" - ნათქვამია ანგარიშში.

ყველაზე აშკარა ლოკაციებად, სადაც GPS-ს სპუფინგი ხორციელდება, ექსპერტებმი ასახელებენ ყირიმს, სირიას და ასევე რუსეთის პორტებსა და აეროპორტებს.

რუსეთსა და მის გარეთ დაფიქსირებული სპუფინგის ყველა ხშირი შემთხვევების ლოკაციები
სირიაში შემჩნეული რუსული რადიოელექტრონული ბრძოლის კომპლექსები - Красуха-4 და Р-330Ж «Житель». ორივეს ბრალდება GPS სიგნალების სპუფინგი


მთლიანად ანგარიშის ხილვა შემდეგ ბმულზეა შესაძლებელი - Exposing GPS Spoofing in Russia and Syria

Saturday, April 20, 2019

პილოტი, რომელიც დაფრინავდა როგორც F-22-ით, ასევე YF-23-ით - რატომ წააგო YF-23-მა

Northrop YF-23 Black Widow - გამანადგურებელი რომელმაც აშშ-ს საჰაერო ძალების კონკურსში YF-22-თან (მომავალი F-22A)  წააგო. ამ გამანადგურებლის შესახებ ისტორიას თვითონ მისი ცნობილი მფრინავ-გამომცდელი, პოლ მეტცი (Paul Metz) გვიყვება. 


YF-23 და YF-22 ერთობლივი ფრენის მომენტში
YF-23 and YF-22

პოლმა თავისი კარიერა ვიეტნამში, გამანადგურებელ F-105G Wild Weasel-ით დაიწყო, ხოლო შემდეგ ამერიკის ერთ-ერთი მეწინავე მფრინავ-გამომცდელი გახდა. მან, კონკურს  Advanced Tactical Fighter (ATF)-ის ფარგლებში შექმნილი YF-23, პირველმა აწია ჰაერში. მას შემდეგ რაც გამანადგურებელმა YF-22 Lockheed-თან წააგო, პოლი F-22A-ზე გადაჯდა და მის დახვეწაში ღებულობდა მონაწილეობას. ქვემოთ მოყვანილ ვიდეოში პოლი ყვება თუ როგორი იყი კონკურს ATF-ის შიდა სამზარეულო და რამდენად კარგი იყო YF-23. ამას გარდა ვიდეოში პილოტ-გამომცდელის ჯიმ სენდბურგისგან (Jim Sandburg) მოვისმენთ Northrop-ის მიერ განხორციელებული დაჩქარებული საფრენოსნო ტესტების შესახებ. ამ ორი პილოტის მონაყოლი მთლიანობაში გვაძლევს YF-23-ის შესახებ საკამაოდ მკაფიო სურათს - რომლის მიხედვითას ის არა თუ ჩამორჩებოდა, არამედ ბევრ რამეში სჯობდა კიდევაც ოპონენტს.

პოლ მეტცი F-22A-ს ფონზე (ფოტო გადიდებადია)

ვიდეოზე ასახული ლექცია ავიაციის დასავლეთ მუზეუმში (Western Museum Of Flight) განხორციელდა, სადაც YF-23-ის ერთ-ერთი ეგზემპლიარიც არის გამოფენილი. ეს ისტორიული მიმოხილვა, YF-23-ის ლეგენდარული და საიდუმლო სტატუსის მიუხედავად, რატომღაც შეუმჩნეველი დარჩა. ასევე აღსანიშნავია, რომ პოლი გამოცდელად მუშაობდა როგორც Northrop-ში, ასევე Lockheed-ში და მას არაობიექტურობა არ ახსიათებს. და მიუხედავად ამისა, YF-23-თან შედარებით უფრო მომწიფებული F-22-ის სერიაში ჩაშვების შემდეგაც კი, პოლი გარკვევით ამბობს, რომ Northrop-ის შემოთავაზება როგორც მინიმუმ Lockheed-ის შემოთავაზებას თუ არ ჯობდა, მისი ტოლფასი ყველა ვარიანტში იყო.

ყველაზე მნიშვნელოვანი ციტატა ორი პილოტ-გამომცდელის ლექციის ბოლოს იქნა წარმოთქმული, სადაც პოლ მეტცი ამბობს:
«ჩვენი ქმნილების გამო არასოდეს დახაროთ თავი სირცხვილისგან. ჩვენ შევქმენი შესანიშნავი პროდუქტი, რომელიც ღირსეულად იქნება სხვა გამანადგურებლის გვერდით, ხოლო უმეტეს შემთხვევაში აჯობებს კიდევაც მას. და ჩვენ მუდამ შეგვეძლება ვიამაყოთ ამით».
სანდბერგი და მეტცი ორივე თანხმდება იმაზე, რომ - ირივე გამანადგურებელი პასუხობდა ATF-ის მოთხოვნებს და რომ Lockheed-ის გამარჯვება პირველ რიგში საჰაერო ძალების მიერ მისი პროგრამის უკეთესად მართვაში დარწმუნებულობამ განაპირობა.

პოლი ასევე აკეთებს ერთ საკმაოდ ფაესულ დასკვნას - Northrop-თან შედარებით, Lockheed-მა უკეთესად იცოდა თუ როგორ უნდა წარედგინა და გაეყიდა საკუთარი გამანადგურებელი. ის აღნიშნავს, რომ გამანადგურებელის ამომრჩეველთა და შემფასებელთა შორის ყველას არ ექნება საინჟინრო ან ტექნიკური ცოდნა და განათლება. შესაბამისად კონცეპტუალურ დონეზეც კი "ხანგრძლივი შთაბეჭდილების" შექმნა, თუნდაც ის არ ყვებოდეს მთელს ტექნიკურ შესაძლებლობებს, ერთ პროგრამას მეორესთან შედარებით უპირატესობას მიანიჭებს.

Northrop-ის გუნდი ბრწყინვალე ინჟინრებისგან შესდგებოდა - პოლ მეტცის თანახმად "მათ სწორი არ ყავდათ - მაგრამ ისნი მხოლოდ საინჟინრო კუთხით საუბრობდნენ. იმავდროულად Lockheed-მა უფრო მეტი ზეწოლა მარკეტინგზე, გაყიდვებსა და პიარზე გააკეთა. მათ ესმოდათ თუ როგორ უნდა გაეყიდათ თავიანთი გამანადგურებელი და ეს "ხელოვნება" ძალიან დიდ ზემოქმედებას ახდენს საბოლოო გადაწყვეტილებაზე. Northrop-მა ეს არ გააკეთა და ეს ფაქტორი YF-23-სთვის ფატალური გამოდგა.

პილოტ გამომცდელების ლექცია ინგლისურად


ამ ვიდეოში ATF-ის შესახებ კიდევ ბევრი საინტერესო მომენტია განხილული. სენდბეგი ყვება, რომ YF-23-ის მასიური სსტაბილიზატორები იმდენად ეფექტური იყო, რომ YF-22-ის ცვალებადი წევის ვექტორის უპირატესობას საგრძნობლად ამცირებდა. ასევე ფართოდაა განხილული ATF პროგრამის წარმოშობის ისტორია, ავარიული შემთხვევები სადემონსტრაციო ფრენების დროს, ნახსენებია თუ რა როლი ითამაშა YF-23-ის გაფანტვის ეფექტური ზედაპირის მონაცემებმა მისთვის არაოფიციალური სახელის - Black Widow-ის (შავი ქვრივი) შერქმევის საკითხში.


YF-23


წყარო:
The Only Man Who Flew Both The F-22 And The YF-23 On Why The YF-23 Lost

P.S. ვიდეოში საკმაოდ საინტერესო თემებია განხილული - არის ამ ორი გამანადგურებლის შედარებაც. ასევე მოყვანილია საკმაოდ საინტერესო ფოტოები და სქემები:

პროტოტიპი PAV1 - აღჭურვილია ძრავით Pratt & Whitney YF119
პროტოტიპი PAV2 - აღჭურვილია ძრავით General Electric YF120
 
როგორც ვხედავთ გამანადგურებლებმა სხვადასხვა ძრავებზე სუპერკრუიზის სხვადასხვა მონაცემები უჩვენეს - YF-22-მა ძრავა Pratt & Whitney YF119-ით უფრო მაღალი სიჩქარე განავითარა ვიდრე General Electric YF120-ით, YF-23-ის შემთხვევაში პირიქით მოხდა (რატომ არის ასე თვითონ პილოტმაც არ იცის) - მაგრამ აქ მთავარი ისაა რომ YF-23-ი უფრო მაღალ სიცქარეს ანვითარებდა.


YF-23-ის ორი პროტოტიპის გაბზარული სქარე შუშა - Pratt & Whitney YF119-ით აღჭურვილი პროტოტიპის შუშა უფრო დაბალ სიჩქარეზე დაიბზარა ვიდრე General Electric YF120-ით აღჭურვილი პროტოტიპისა

მოდერნიზირებული ავიამზიდი "Charles de Gaulle"

მოდერნიზირებული ავიამზიდი "Charles de Gaulle" ღია ზღვაში მანევრებზე. ქვემოთ მოყვანილია ვიდეო ექსკურსია ავიამზიდზე - სრულიად გაციფროვნებულია ავიამზიდი, ყველგან ტაჩსკრინები და მსგავსი ეკრანებია.


მსოლფიოს სტრატეგიული ბომბდამშენები გვერდიგვერდ

მსოფლიოში დღეს მხოლოდ სამ ქვეყანასა ჰყავს სტრატეგიული ბომბდამშენები - ესენია ჩინეთი, რუსეთი და შეერთებული შტატები. ქვემოთ ამ სამი ზესახელმწიფოს არსენალში არსებული სტრატეგიული ბომბდამშენების შედარებითი გამოსახულებებია მოყვანილი (ყველა გამოსახულება გადიდებადია). მარცხნიდან მარჯვნივ ასახულია:

  • Xian H-6
  • Ту-22М3 (NATO - Backfire)
  • Ту-160 Белый лебедь (NATO - Blackjack)
  • Ту-95МС (NATO - Bear)
  • B-1B Lancer
  • B-2 Spirit
  • B-52H Stratofortress