17 სექტემბერს რუსეთის სამხრეთ სამხედრო ოლქში სწავლება «Кавказ-2012» დაიწყო. «Кавказ-2012» - ეს არის სამხრეთ სამხედრო ოლქის სამეთაურო-საშტაბო სწავლება, რომელიც 17-23 სექტემბერს განხორციელდება. სწავლების თემაა - ვაკე-სტეპიან ადგილმდებარეობაზე ჯარების გამოყენებაში და მართვაში, მართვის ავტომატიზირებული საშუალებების გამოყენებით, ზეზუსტი შეიარაღების და სამხედრო ტექნიკის ახალი სახეობების გამოყენებაში სამეთეურო და საშტაბო შემადგენლობის პრაქტიკული ჩვევების გაუმჯობესება.
ჯარების პრაქტიკული მოქმედებები განხორციელდება ოთხ პოლიგონზე - პრუდბოიზე, კაპისტინ იარზე, აშულიკ და რაევსკოეზე.
სწავლების მონაწილეები
სახმელეთო ჯარებიდან სწავლებაზე მონაწილეობას ღებულობს მიახლოებით 8 ათასი სამხედრო მოსამსახურე, ორასამდე სხვადასხვა სახეობის სამხედრო ტექნიკა, მიახლოებით 100 ერთეული საარტილერიო სისტემა.
სახმელეთო ჯარები
1 - 49-ე არმია
- 5-ე ცალკეული მოტომსროლელთა ბრიგადა დასავლეთის სამხედრო ოლქიდან (სწავლების ჩანაფიქრით გადაეცა დაქვემდებარებაში 49-ე არმიის მეთაურს).
- მე-7 სადესანტო-საიერიშო დივიზია (სწავლების ჩანაფიქრით გადაეცა დაქვემდებარებაში 49-ე არმიის მეთაურს).
2 - 58-ე არმია
- 19-ე მოტომსროლელთა ცალკეული ბრიგადა.
- 136-ე მოტომსროლელთა გვარდიული ცალკეული ბრიგადა.
სამხედრო საჰაერო ძალები
1 - 6950-ე გვარდიული ავიაბაზა.
2- 6972-ე გვარდიული ავიაბაზა.
სამხედრო-საზღვაო ფლოტი
1 - ჩრდილოეთ ფლოტი
- БДК-45 «Георгий Победоносец»
- БДК-55 «Александр Отраковский»
- БДК-182 «Кондопога»
2 - შავი ზთვის ფლოტი
3 - კასპიის ფლოტილია
- 414-й отдельный батальон морской пехоты
- 727-й отдельный батальон морской пехоты
საჰაერო სადესანტო ჯარები
- 56-ე გვარდიული სადესანტო-საიერიშო ცალკეული ბრიგადა.
უშიშროების ფედერალური სამსახური
დაცვის ფედერალური სამსახური
განსაკუთრებული სიტუაციების სამინისტრო
სამეთაურო-საშტაბო სწავლება «Кавказ-2012» დაიწყო 2012 წლის 17 სექტემბერს. სწავლების ხელმძღვანელია რუსეთის ფედერაცის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მეთაური ნიკოლაი მაკაროვი. პირველ დღეს, რაევსკოეს პოლიგონზე გათამაშებულ ტაქტიკურ ეპიზოდს ესწრებოდნენ რუსეთის პრეზიდენტი, თავდაცვის მინისტრი, ოლქების მეთაურები და უცხო ქვეყნების წარმომადგენლები. პარალელურად კაპუსტინ იარზე მიმდინარეობდა 58-ე არმის საარტილერიო და სარაკეტო ნაწილების სწავლება საბრძოლო სროლებით. ასევე პირველ დღეს დაიწყო დასავლეთ სამხედრო ოლქიდან მიმაგრებული სამხედრო ნაწილების გადაადგილება აშულუკის პოლიგონისკენ.
სწავლების მეორე დღეს, 18 სექტემბერს წვრთნებში ჩაერთო კაპუსტინ იარის სარაკეტო პოლიგონი, კასპიის და შავი ზღვის ფლოტილიების სამხედრო ხომალდები.
სამეთაურო-სადამკვირვებლო პუნქტი პოლიგონ რაევსკოიზე
სწავლება პოლიგონ რაევსკოიზე
18 სექტემბრის დილის საათებში განხორციელდა სარაკეტო სროლები კაპუსტინ იარის პოლიგონზე. ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო კომპლექსები Точка-У, Искандер და შორსმსროლელი 300 მმ კალიბრის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა Смерч.
რაკეტა "Калибр-НК" საბრძოლო სროლები ხომალდ "Дагестан"-იდან
ხომალდ ტატარსტანის ეკიპაჟის წევრები "Татарстан"
დესანტირება
საბრძოლო მყვინთავების ნაპირზე გამოსვლა
სარაკეტო კრეისერი "Москва"
წყარო:
No comments:
Post a Comment