Monday, September 17, 2012

ამოცანა SINKEX


ამოცანა SINKEX-ის შესრულებისას, რომელის დროსაც ხორციელდება ცოცხალი სროლები, ჩაძირული იქნა აშშ-ს საზღვაო ძალების ყოფილი ლოჯისტიკური ხომალდი USS Coronado (AGF-11) რომელიც გუამიდან 102 საზღვაო მილის მოშორებით იდგა.


ამოცანა ხორციელდება აშშ-ს სამხედრო საზღვაო ძალების ფართომაშტაბიანი სწავლება «Valiant Shield 2012»-ის ფარგლებში. ამოცანის შესრულებისას გემ-სამიზნეს Harpoon-ის ტიპის  მრავალი რაკეტა ესროლეს რის შედეგადაც გემი 6000 მეტრის სიღრმეზე ჩაიძირა. 



ამ შემთხვევაში საკმაოდ საინტერესო იყო სტრატეგიული ბომბდამშენ B-52-ების სწავლებაში მონაწილეობა, რომლებმაც სამიზნე USS Coronado მართვადი ბომბებით დააზიანეს და ამით დაამტკიცეს 60 წლის თვითმფრინავის ოპერატიულ-ტაქტიკური ღირებულება



წყარო:
SINKEX βυθίζει το USS Coronado

No comments:

Post a Comment