ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ მას მერე რაც აშშ-ს არმიამ ოფიციალურად შეიარაღებაში Beretta 92 მიიღო 27 წელი გავიდა. 1985 წელს, როდესაც მიღებული იქნა საბოლოო გადაწყვეტილება აშშ-ს არმიამ დაიწყო Colt 1911A1 შეცვლა 9მმ-ნი Beretta-თი. ამ იარაღზე მთელი ისტორიის მოყოლას არ დავიწყებ (დაწვრილებით Beretta M9 ), უბრალოდ ვიტყვი რომ მისი გამოცდები ისტორიის მხოლოდ ერთი ნაწილი იყო. პისტოლეტი M9 Beretta დღეს ცნობილია როგორც Beretta 92FS და მან არა მხოლოდ ტექნიკურ გამოცდებში გაიმარჯვა, არამედ კულისებს მიღმა გამართულ გამოცდებში საუკეთესო აღმოჩნდა.
ურთულესი ტექნიკური გამოცდების ბოლოს მხოლოდ ორი ფირმის მოდელმა მიაღწია - ესენი იყო Beretta და Sig Sauer. ამ ორიდან Beretta საუკეთესო აღმოჩნდა. პისტოლეტმა Beretta-მ, მიუხედავად იმისა თუ ვინ რა აზრისაა მასზე, თავისი კარიერის მანძილზე ხშირად დაამტკიცა რომ ღირსეულად ატარებს ერთ-ერთი საუკეთესო პისტოლეტის ტიტულს და დღესაც აგრძელებს ამ ტიტულის შენარჩუნებას. სწორედ ამ მიზეზის გამო მსოფლიოს ერთ-ერთმა უძველესმა იარაღის კომპანიამ აშშ-ს არმიისგან პისტოლეტების დამატებითი შეკვეთა მიიღო.
16 სექტემბერს ამერიკის არმიამ ოფიციალურად დაადასტურა რომ Beretta M9 მათი საშტატო იარაღია და მასე დარჩება მომავალი ხუთი წლის განმავობაში - და დამატებით 100 000 ცალი ასეთი პისტოლეტი შეუკვეთა კომპანიას.
წყარო:
No comments:
Post a Comment