მიახლოებით 110 თურქი ჯარისკაცი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაიჭრა ქურთების მიერ განხორციელებული ჩასაფრების შედეგად, რომელიც 18 სექტემბერს განხორციელდა Cewlik-Mush-ის ავტომაგისტრალზე. PKK-ას საინფორმაციო ორგანომ, HPG-მ გაავრცელა დაწვრილებითი ინფორმაცია: ავტომაგისტრალ Cewlik-Mush-ზე სამხედრო კოლონაზე შეტევა 18 სექტემბერს, ადგილობრივი დროით 12:00 საათზე განხორციელდა. კოლონა ოპერაციიდან ბრუნდებოდა.
ეს სამხედრო კოლონა შესდგებოდა ათი ჯავშანმანქანისგან, ხუთი ავტობუსისგან და 300 ჯარისკაცისგან. სამ ავტობუსზე და სამ ჯავშანმანქანაზე ერთდროული შეტევა განხორციელდა, რის შედეგადაც ორ ავტობუსს ავტობუსებს ხანძარი გაუჩნდა და მგზავრი ჯარისკაცები დაიხოცნენ. მძიმე დაბომბვის შედეგად პარტიზანება სამი ჯავშანმანქანის განადგურებაც მოახერხეს. დანარჩენმა მანქანება ძლივს გააღჭიეს სამშვიდობოს.
ბრძოლის შედეგად დადგინდა რომ გარდაიცვალა 110 თურქი ჯარისკაცი და 50 კიდევ დაჭრილია. დაჭრილებისა და დაღუპილების გადასაყვანად 100 სასწრაფო და რამოდენიმე ვერტმფრენი Sikorsky იქნა გამოყენებული - მათი გადაყვანა და განთავსება Cewlik, Mush და Erzirom Eleziz ლაზარეთებში განხორციელდა. ქურტების ტანახმად დამხმარე ძალებმა შეტაკების ადგილზე საათნახევრის შემდეგ მიაღწიეს.
იმავე წყაროს თანახმად თურქულმა ჯავშანმანქანებმა და სამმა მოიერიშე ვერტმფრენმა Cobra-მ უკან დახეული პარტიზნების დევნა განახორციელა. მიახლოებით ექვსმა ვერტმფრენმა Sikorsky-მ განახორციელა ჯარების გადასროლა რაიონში. თურქული არმიის ანტიპარტიზანული ოპერაცია ჯერ ისევ აქტიურ ფაზაშია.
წყარო:
No comments:
Post a Comment