როგორც გუშინ საღამოს გახდა ცნობილი ავღანეთში ამერიკელების და დიდი ბრიტანელების ერთიან სამხედრო ბაზაზე თალიბანის მებრძოლებმა თავდასხმა განახორციელეს (რაზეც ჩემს ბლოშიც დაიწერა - თავდასხმა Camp Bastion/ Camp Leatherneck-ზე ). ამჟამად ამერიკის სამხედრო უწყება დამატებით ინფორმაციას ავრცელებს ამ შემთხვევასთან დაკავშირებით.
Camp Bastion/ Camp Leatherneck მდებარეობს Helmand-ის პროვიცნიაში და წარმოადგენს ამერიკელი საზღვაო ქვეიტების ყველაზე დიდ გამანაწილებელ და მომმარაგებელ ბაზას ავღანეთში. ამავე ბაზზე ხდება ქართული კონტინგენტის ჩაყვანა და შემდეგ განაწილება ასეულის ბაზებზე. აღსანიშნავია რომ ამ ბაზაზე განხორციელებული თავდასხმა ყველაზე მაშტაბურია განადგურებული ტექნიკისა და აღჭურვილობის რაოდენობით რაც კი განუცდიათ ამერიკულ შეიარაღებულ ძალებს ვიეტნამის ემის შემდგომ.
ოფიციალური განცხადების თანახმად შეტევისას დაიღუპა ორი ამერიკელი საზღვაო ქვეითი და განადგურდა საზღვაო ქვეითების კუთვნილი6 ერთეული ვერტიკალური აფრენ-დაფრენის გამანადგურებელი AV-8B Harrier II (ძველი ცნობები 2 განადგურებულ თვითმფრინავზე საუბრობდა). თვითმფრინავები განადგურდა თალიბანის მიერ შეტანილი ასაფეთქებელი მასალებით და ტანკსაწინააღმდეგო ყუმბრამტყორცნებით - ასევე საუბარია დამატებით ორ დაზიანებულ გამანადგურებელზე - ვიეტნამის ომის შემდეგ ეს ამერიკის თვითმფრინავების ხმელეთზე განადგურების პირველი შემთხვევაა.
ავღანეთში მოკავშირეთა ყველაზე კარგად დაცულ სამხედრო ბაზაზე თალიბანის ეს შეტევა საკმაოდ შთამბეჭდავია - როგორც ცნობილი ხდება შეტევა პარასკევ საღამოს, ადგილობრივი დროით 22:00 საათზე განხორციელდა, შეტევა 15 თალიბანის მებრძოლმა განახორციელა რომლებიც ამერიკულ ფორმებში იყვნენ ჩაცმულები და შეიარაღებაც ასევე ამერიკული ჰქონდათ.
ჯგუფმი შეტევისას გაყოფილი იყო სამ ქვეჯგუფად, შეიარაღებულები ამერიკული M-16, ყელყუმბარებით, ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნებით და შახიდის ქამრებით - რაც მოწმობს რომ შეტევა კამიკაძე მებრძოლებმა განახორციელეს. შეტევა ბაზის ჩრდილო-აღმოსავლეთიდან დაიწყეს, აეროდრომის მხარიდან, სადაც ძირითადად ამერიკული ავიაციაა განლაგებული.ISAF-ის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ თავდამსხმელებს ჰქონდათ საკმაოდ კარგი შეიარაღება, კარგად იყვნენ გაწვრთნილები ამ ამოცანისთვის და როგორც მათი ზუსტი მოქმედებიდან ჩანს თავდასხმის რეპეტიციებიც საკმარისად ჰქონდათ ჩატარებული.
თავდასხმის შედეგად განადგურდა 6 გამანადგურებელი AV-8B+ (თითო სავარაუდოდ 45 მილიონი დოლარის ღირებულებისა), დაზიანდა ორი AV-8B+, განადგურდა თვითმფრინავების გასამართი ორი სადგური და ასევე დაზიანდა და განადგურდა სხვა ბევრი შენობა ნაგებობები და ანგარები. დაიღუპა ორი საზღვაო ქვეითი და 14 თავდამსხმელი, ერთი მძიმედ დაიჭრა და ტყვედ იქნა აყვანილი.
სხვა წყაროების თანახმად განადგურდა 5 გამანადგურებელი და ერთი ვერტმფრენი და ერთი ანგარი - მაგრამ როგორც არ უნდა იყოს ზიანი ამერიკულ ბაზაზ საკმაოდ დიდი მიადგა.
ხანძარი ამერიკულ-ბრიტანულ ბაზაზე
No comments:
Post a Comment