вторник, 18 сентября 2012 г.

ჩინური სტელს გამანადგურებლის, F-21/J-31/F60 ახალი ფოტოები


ინტერნეტში გამოჩნდა ახალი ჩინური სტელს გამანადგურებლის (მის შესახებ უკვე ვწერდით ახალი ჩინური STEALTH გამანადგურებელი ) უკეთესად დამუშავებული სურათები - რომლებშიც სავარაუდოდ ჩანს კორპუსის ქვედა ნაწილში განთავსებული შეიარაღების შიდა ნაკვეთურები.




საინტერესო დეტალი რომელზეც ჩინური ინტერნეტსაიტი საუბრობს - პირველმა ჩინურმა სტელს გამანადგურებელმა, J-20 თავისი პირველი ფრენა 2011 წლის იანვარში, ზუსტად იმ დღეს განახორციელა როდესაც ჩინეთს აშშ-ს თავდაცვის მინისტრი, Gates-ი ეწვია. ხვალ პეკინში აშშ-ს ახლანდელ თავდაცვის მინისტრს, Leon Panetta-ს ელიან და არაა გამორიცხული რომ ჩინელებმა მასაც ანალოგიური სიურპრიზი მოუმზადეს.




Комментариев нет:

Отправить комментарий