Monday, September 17, 2012

Future Transport Helicopter



გასულ კვირას, ბერლინში გამართულ ავიასალონ ILA-2012-ზე გაკეთდა განცხადება - რომლის თანახმადაც ევროპულმა ვერტმფრენმშენებელმა კომპანია Eurocopter-მა სურვილი გამოთქვა განეახლებინა "მომავლის სატრანსპორტო ვერტმფრენის" (Future Transport Helicopter - FTH) პროგრამა. 

პროგრამა დაიწყო საფრანგეთისა და გერმანიის არმიებისთვის მძიმე სატრანსპორტო ვერთმფრენის საჭიროებიდან გამომდინარე, რომელსაც 33 ტონა მაქსიმალური ასაფრენი წონით შეეძლება გადაიტანოს 15 ტონა ტვირთი სალონში ან 18 ტონა დაკიდებულ მგომარეობაში. 
ვერტმფრენი გამოიყენებს აწყობისა და მასალების ახალ ტექნოლოგიებს და ამით საგრძნობლად შეამცირებს კორპუსის წონას. შექმნისას გამოყენებული იქნება ამ სფეროში Eurocopter-ის დიდი გამოცდილება, თუმცაღა უნდა აღინიშნოს რომ კონსორციუმს მძიმე ვერტმფრენების აწყობის გამოცდილება არ გააჩნია, ამიტომაც Eurocopter-მა თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმა ამერიკულ კომპანია Boeing-თან.
ILA-2012-ზე გაკეთებული განცხადების თანახმად ვერტმფრენზე დასაყენებელი ძრავების ორი კანდიდატი არსებობს - პირველი არის General Electric GE38, რომელიც სპეციალურად ვერტმფრენ Sikorsky CH-53K იქმნება, ხოლო მეორეა Rolls-Royce AE 1107, რომელიც უკვე სერიულად იწარმოება და ყენდება კონვერტოპლან Bell Boeing V-22 Osprey-ზე.
თუ ამ მომავლის ვერტმფრენის პროგრამა დამტკიცდა მაშინ მისი სამსახურში დაყენება 2022 წლის მერე იგეგმება.

წყარო:

No comments:

Post a Comment