ერთი უცნაური თურქული უპილოტო საფრენი აპარატი იქნა ჩამოგდებული გუშინ შუადღისით, ქურდისტანის ჩრდილოეთ ნაწილში, თურქეთ-ერაყის საზღვართან ახლოს. თვითმხილველების განცხადებით თვითმფრინავი ადგილობრივი დროით 13:00 საათზე ჩამოვარდა, ქალაქ Amadi-ს ახლოს.
იგივე წყაროების ცნობით უპილოტო შეიძლება თურქული იყოს, მაგრამ ვერ ადასტურებენ რა მიზეზით ჩამოვარდა საფრენი აპარატი - რაიმე ტექნიკური გაუმართაობის თუ PKK-ას ცეცხლის გამო.
თურქული წყაროების ცნობით ჩამოგდებული იქნა ამერიკული UAV Predator-ი, რომელიც თურქეთში მდებარე ამერიკული ბაზიდან ახორციელებს ფრენებს.
ამგვარად უპილოტო შეიძლება იყოს ან ამერიკული Predator-ი ან თურქეთის შეიარაღებაში მყოფი ამერიკული წარმოების I-Gnat - არსებული ფოტომასალებიდან ჩანს ჩამოგდებული თვითმფრინავის ძრავის წარწერა "Rotax" -სწორედ ამ ძრავებიტაა აღჭურვილი ზემოთ ხსენებული ორივე უპილოტო თვითმფრინავი.
ჩამოგდებული უპილოტოს ვიდეომასალა:
წყარო:
No comments:
Post a Comment