Thursday, September 20, 2012

Leclerc T-40

გამოვიდა ფრანგული ჟურნალი "Raids" სპეციალური ნომერი, რომელიც სრულებით მიეძღვნა გამოფენა "Eurosatory-2012", რომელიც გასულ ივნისს პარიზის გარეუბანში, ბურჟეში ჩატარდა.


ამ ნომერში ასევე დაიბეჭდა სტატია რუსული კომპანია "Уралвагонзавод"-ის БМПТ "Терминатор"-ის შესახებ. თვითონ სტატია როგორც სტატია ისეთი არაფერია, უბრალოდ სარეკლამო ბუკლეტებიდან მანქანის ტტმ-ი და მისი შესაძლებლობებია მშრალად გადმოტანილი, მაგრამ........რა არის აქ საინტერესო?! სტატია დაწერილია არც მეტი, არც ნაკლები თვით Marc Chasillan-ის მიერ. მარკი ინჟინერია - იგი იყო ფრანგული ძირითადი ტანკის, Leclerc-ის შემქმნელების რიგებში, ხოლო შემდეგში ის თვითონ გახდა პროექტის დირექტორი. ის თავის სტატიაში ძალიან კარგად ახასიათებს БМПТ-ს და ბოლოს წერს Leclerc T-40 შესახებ. კერძოდ წერს რომ Leclerc T-40 შექმნის იდეა ფრანგ ინსტრუქტორებს რუსულმა БМПТ შთააგონა. ამ მანქანას, შემქმნელების ჩანაფიქრის მიხედვით, უნდა გადაეჭრა იგივე ამოცანები რაც БМПТ-ს. Leclerc T-40 წარმოდგენილი იქნა როგორც "სადაზვერვო ტანკი", მაგრამ სპეციალისტებისთვის თავიდანვე აშკარა იყო თუ რისთვის იქნა შექმნილი ეს მანქანა.



ძირითად ტანკთან უნიფიკაციის მიზნით, T-40 შექმნილი იქნა Leclerc-ის ბაზაზე. Leclerc AZUR-ის მსგავსად მანქანის დაცვა გაძლიერებული იქნა დინამიკური დაცვით და ცხაურებიანი ეკრანებით. საბრძოლო მოდული აღჭურვილი იყო 40მმ-ნი ქვემეხ CTA-თი. ეკიპაჟი 3 კაცისგან შესდგებოდა. ფრანგებმა სრულიად გამართლებულად თქვეს უარი ზედმეტი "გვამებისგან" ორი დამატებითი ყუმბარმტყორცნელის სახით, როგორც რუსულ БМПТ-ზეა, მათ ნაცვლად მანქანაზე დაყენდა ნორმალური სიზუსტისა და ეფექტურობის მქონე 40მმ-ნი ქვემეხი. ერთი სიტყვით  ფრანგებმა გამოასწორეს ყველა ის ხარვეზი რაც რუსების მანქანას გააჩნია. T-40 დამზადება დაგეგმილი იყო არმიის შემცირების შედეგად შეიარაღებიდან მოხსნილი ტანკ Leclerc-ების კონვერსიის გზით. სამწუხაროდ რუსული БМПТ-ეს კონკურენტის შექმნა ვერ გამოვიდა - T-40 არსებული საბიუჯეტო შემცირების გამო ქაღალდის პროექტს ვერ გასცდა. არაა გამორიცხული რომ მარკი ამ სტატიით ცდილობს გავლენა მოახდინოს ქვეყნის საზოგადოებაზე და სამხედროების წრეზე რათა მოხდეს T-40 რეინკარნაცია.







No comments:

Post a Comment