2012 წლის 5 სექტემბერს ფრანგული კომპანია Dassault Aviation-ის საქარხნო აერდრომზე, რომელიც მერინიაკში მდებარეობს, პირველი ფრენა განახორციელა საფრანგეთის სამხედრო საჰაერო ძალებისთვის აწყობილმა Dassault Rafale-მ, რომელიც AESA რადარით, Thales RBE2-AESA-თი არის აღჭურვილი.
AESA რადარით, Thales RBE2-AESA-თი არის აღჭურვილი ნომერ C-137 Rafale С
F-3 სერიის თვითმფრინავ Rafale С ნომერია C-137 და წარმოადგენს, ეგრეთ წოდებულ "მე-4 ტრანშის" (F30-04T) მანქანას. ამ თვითმფრინავზე პირველი რადიოლოკაციური სადგური RBE2-AESA ჯგუფ Thales-ის მიერ დაყენებული იქნა 2012 წლის თებერვალში. მანამდე Thales-მა დაამზადა რადარ RBE2-AESA-ს (სხვანაირად მას RBE2-AA ეწოდება) სამი პროტოტიპი, რომლებიც გამოცდებს გადიოდნენ Dassault Mystere XX-ზე (სერიული ნომერი 104), Dassault Mirage-2000-ზე (
სერიული ნომერი В501) და საგებანო გამანადგურებელ, F-1 სერიის Rafale M-ზე (სერიული ნომერი M-02).
RBE2-AESA რადარი გარდა ნომერი C-137თვითმფრინავი Rafale ასევე აღჭურვილია ორი სხვა ახალი სისტემით, რომელიც F30-04T სერიის სახეს განსაზღვრავს - რაკეტების გაშვების გაფრთხილების ინფრაწითელი სისტემა MBDA DDM-NG და მოდიფიცირებული პასიური აღმოჩენის ოპტიკურ-ელექტორნული სისტემა Thales/Sagem OSF-IT. 2012 წლის სექტემბრის ბოლოსთვის, გამოცდების დასრულების შემდეგ თვითმფრინავი C-137 გადაეცემა საფრანგეთის სამხედრო-საჰაერო ძალების საფრენოსნო-გამომცდელ ცენტრ CEAM (Centre d'Expériences Aériennes Militaires), რომელიც მონ-დე მარსანეში მდებარეობს (ავიაბაზა B-118) სადაც 18 თვის განმავლობაში ფართო გამოცდებს გაივლის.
No comments:
Post a Comment