Sunday, September 16, 2012

რუსეთის არმიის რეფორმა

 ნაწილი მეორე


სამხედრო-საზღვაო ფლოტის რეფორმა

რეფორმების გარეშე არც რუსეთის ფედერაციის სამხედრო-საზღვაო ფლოტი დარჩა, თუმცა რეფორმების პირველ ეტაპზე მას ეს ნაკლებად შეეხო და დანარჩენ შეიარაღებულ ძალებში მიმდინარე ძვრების ჩრდილში მოექცა. ხოლო 2010 წელს საზღვაო ფლოტის რეფორმა, ისევე როგორ რუსეთის მთელი შეიარაღებული ძალები, რეფორმის ახალ ეტაპზე (“ახალი იერის” შეიარაღებული ძალების შექმნა) გადავიდა. ახალი ეტაპის ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენად ოთხი ახალი სამხედრო ოლქის ჩამოყალიბება გახდა, რომლის შედეგადაც შეიქმნა დასავლეთის, ცენტრალური, სამხრეთის და აღმოსავლეთის სამხედრო ოლქები და როგორც ზემოთ ვახსენეთ ამ ოლქებს შესაბამისი ტერიტორიული ფოლტები და ფლოტილიები გადაეცა (ცენტრალურ სამხედრო ოლქს საზღვაო ნაპირის არ ქონის გამო ფლოტი არ დაუქვემდებარდა).

რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის რეფორმირების ძირითადი მიმართულებები:
  • მმართველობითი სტრუქტურების მაქსიმალური შემცირება, საბრძოლო და ზურგის მომარაგების ფორმირებების სტატუსის და რაოდენობის შემცირება.
  • სამხედრო-საზღვაო ძალების სახმელეთო და სანაპირო ნაწილების შტატის სრული შევსება და ამ ნაწილების გადანაწილება თანამედროვე საფრთხეების მიხედვით.
  • ფლოტების საზღვაო ავიაციის სტრუქტურის ავიაბაზებად გადაფორმირება და რიგი ნაწილების სამხედრო-საჰაერო ძალებისთვის გადაცემა. ავიაბაზა ითვალისწინებს ერთიანი მეთაურობის ქვეშ ავიაფორმირებებისა და საბრძოლო და ზურგის მომარაგების ქვედანაყოფების (კავშირგაბმულობის ნაწილების და რადიოტექნიკური უზრუნველყოფის, იარაღის ავიაბაზების და ასე შემდეგ) გაერთიანებას.
  • სამხედრო-საზღვაო ფლოტის სხვადასხვა სახეობის მეთაურობების შექმნა.
  • მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის და შეიარაღების გაერთიანებულ ბაზათა ერთიანი, კომპლექსური ბაზების შექმნა.
  • ფლოტის ძალების ოპერატიულ-სტრატეგიულ მეთაურობაში (ახალი სამხედრო ოლქები) გაერთიანება.
ფრეგატი "Адмирал флота Советского Союза Горшков" (პროექტი 22350)

ამასთან ერთად რეფორმირებას ექვემდებარება სამხედრო-საზღვაო ფლოტის კადრების მოსამზადებელი სამხედრო-სასწავლო სტრუქტურები, ფლოტის მთავარი შტაბის სისტემა, ცენტრალური დაქვემდებარების ნაწილები, ზურგის და ტექნიკური მომარაგების სტრუქტურები.
ამას გარდა, რეფორმირებამ უნდა შექმნას სამხედრო-საზღვაო ფლოტის ახალ მატერიალურ ნაწილზე და პირველ რიგში სახომალდო შემადგენლობის გადაიარაღების წინა პირობა. 2011 წელს უკვე დამტკიცდა 2011-2020 წლებში ფლოტის გადაიარაღების ახალი პროგრამა, რომელშიც დიდი ყურადღება ეთმობა ახალი ხომალდების მშენებლობას.

სამხედრო-საზღვაო ფლოტის დაგეგმილი ხომალდმშენებლობა 2020 წლამდე:

უნივერსალური სადესანტო ხომალდი:
  1. შეკვეთა N1 - "Владивосток" Mistral - დაწყებულია აწყობა, ფლოტისთვის გადაცემა 2014 წელს.
  2. შეკვეთა N2 - "Севастополь" Mistral - შეკვეთილია, გადაცემა 2015 წელს.
  3. შეკვეთა N3 – Mistral, გადაცემა 2020 წლისთვის.
  4. შეკვეთა N4 - Mistral, გადაცემა 2020 წლისთვის.
დიდი სადესანტო ხომალდი:
  1. შეკვეთა N 01301 - "Иван Грен, 11711, გადაცემა 2013 წელს.
  2. შეკვეთა N 01302 - 11711, გადაცემა სავარაუდოდ 2017 წელს.
  3. შეკვეთა N? - 11711, გადაცემა სავარაუდოდ 2020 წელს.
  4. შეკვეთა N? – 11711, გადაცემა სავარაუდოდ 2020 წელს. 
  5. შეკვეთა N? – 11711, გადაცემა სავარაუდოდ 2020 წელს. 
  6. შეკვეთა N? – 11711, გადაცემა სავარაუდოდ 2020 წელს.
საესკადრო ნაღმოსანი:
  1. შეკვეთა N? - პერსპექტიული ესმინეცი, აღჭურვილი ატომური ძალური დანადგარით - აგების დასაწყისი 2013 წელს, გადაცემა სავარაუდოდ 2018 წელს.
2020 წლამდე შესაძლებელია კიდევ რამოდენიმე ამ კლასის ხომალდის მშენებლობის დაწყება, გეგმაშია 9-დან 16 ხომალდამდე აგება.

ფრეგატი:
  1. შეკვეთა N 921 - "Адмирал флота Советского Союза Горшков", 22350, გადაცემა 2012 წელს.
  2. შეკვეთა N 922 - "Адмирал флота Касатонов", 22350, გადაცემა 2014 წელს.
  3. შეკვეთა N 923 - "Адмирал Головко", 22350, გადაცემა 2018 წელს.
  4. შეკვეთა N 924 - "Адмирал Юмашев", 22350, 2012 წელს დაიწყბეა მშენებლობა, გადაცემა დაგეგმილია 2018 წლისთვის.
  5. შეკვეთა N 925 - 22350, გეგმაში, გადაცემა სავარაუდოდ 2018 წელს.
  6. შეკვეთა N 926 - 22350, გეგმაში, გადაცემა სავარაუდოდ 2018 წელს.
  7. შეკვეთა N 927 - 22350, გეგმაში, გადაცემა სავარაუდოდ 2020 წელს.
  8. შეკვეთა N 928 - 22350, გეგმაში, გადაცემა სავარაუდოდ 2020 წელს.
  9. შეკვეთა N 01357 - "Адмирал Григорович", 11356М, ეწყობა, გადაცემა 2014 წელს.
  10. შეკვეთა N 01358 - "Адмирал Ессен", 11356М, ეწყობა, გადაცემა 2014 წელს.
  11. შეკვეთა N 01359 - "Адмирал Макаров", 11356М, ეწყობა, გადაცემა 2015 წელს.
  12. შეკვეთა N 01360 - "Адмирал Макаров", 11356М, დაიწყება 2012 წელს, გადაცემა 2015 წელს.
  13. შეკვეთა N 01361 - "Адмирал Истомин", 11356М,დაწყება 2013 წელს, გადაცემა 2016 წელს.
  14. შეკვეთა N 01362  - "Адмирал Бутаков" 11356М, დაწყება 2013 წელს, გადაცემა 2016 წელს.
კორვეტები:
  1. შეკვეთა N 1002 - "Сообразительный", 20381, გადაეცა ფლოტს 2011 წელს.
  2. შეკვეთა N 1003 - "Бойкий", 20381, ეწყობა, გადაცემა 2012 წელს.
  3. შეკვეთა N 1004 - "Стойкий", 20381, ეწყობა, გადაცემა 2013 წელს.
  4. შეკვეთა N 2101 - "Совершенный", 20381, ეწყობა, გადაცემა 2013 ან 2015 წელს.
  5. შეკვეთა N 2102 - "Громкий", 20381, ეწყობა, გადაცემა 2015 წელს.
  6. შეკვეთა N 1005 - "Гремящий", 20385, ეწყობა, გადაცემა 2015 წელს.
  7. შეკვეთა N 1006 - "Проворный", 20385, დაწყება 2012 წელს, გადაცემა 2015 წელს.
  8. შეკვეთა N 1007 - 20385, გეგმაში, გადაცემა 2018 წელს.
  9. შეკვეთა N 1008 - 20385, გეგმაში, გადაცემა 2018 წელს.
  10. შეკვეთა N 1009 - 20385, გეგმაში, გადაცემა 2018 წელს.
  11. შეკვეთა N 1010 - 20385, გეგმაში, გადაცემა 2018 წელს.
  12. შეკვეთა N 1011 - 20385, გეგმაში, გადაცემა 2018 წელს.
  13. შეკვეთა N 1012 - 20385, გეგმაში, გადაცემა 2018 წელს.
  14. შეკვეთა N 1013 - 20385, გეგმაში, გადაცემა 2018 წელს.
  15. შეკვეთა N 2103 - "Строгий", 20381, დაწყება 2012 წელს, გადაცემა 2016(?) წელს. 
  16. შეკვეთა N 631 - "Град Свияжск", 21631, ეწყობა, გადაცემა 2012 წელს. 
  17. შეკვეთა N 632 - "Углич", 21631, ეწყობა, გადაცემა 2013 წელს. 
  18. შეკვეთა N 633 - "Великий Устюг", 21631, ეწყობა, გადაცემა 2013 წელს. 
  19. შეკვეთა N 634 - 21631, გეგმაშია გადაცემა 2014 წლისთვის. 
  20. შეკვეთა N 635 - 21631, გეგმაშია გადაცემა 2014 წლისთვის.
  21. შეკვეთა N 636 - 21631, გეგმაშია გადაცემა 2015 წლისთვის.
  22. შეკვეთა N 637 - 21631, გეგმაშია გადაცემა 2015 წლისთვის.
  23. შეკვეთა N 638 - 21631, გეგმაშია გადაცემა 2016 წლისთვის.
  24. შეკვეთა N 639 - 21631, გეგმაშია გადაცემა 2016 წლისთვის.
  25. შეკვეთა N 640 - 21631, გეგმაშია გადაცემა 2016 წლისთვის.
  26. შეკვეთა N 702 - "Волгодонск", 21630, გადაეცა 2011 წელს. 
  27. შეკვეთა N 703 - "Махачкала", 21630, გადის გამოცდებს, გადაცემა 2013 წელს.
სულ 2020 წლისათვის დაგეგმილია 35 კორვეტის აწყობა, 8 მათგანზე ღია ინფორმაცია არ არსებობს.

სადაზვერვო ხომალდები:
  1. შეკვეთა N 787 - "Вице-адмирал Юрий Иванов", 18280, ეწყობა, გადაცემა 2013 წელს. 
  2. შეკვეთა N? - 18280, გეგმაში, გადაცემა 2020 წელს.
საბაზო მტრალავი:
  1. შეკვეთა N 521 - 12700, ეწყობა, გადაცემა 2013 წელს. 
სტრატეგიული დანიშნულების სარაკერტო წყალქვეშა კრეისერი:
  1. შეკვეთა N 201 - "Юрий Долгорукий", 955, მზადაა, გადაცემა 2012 წელს. 
  2. შეკვეთა N 202 - "Александр Невский", 955, მზადაა, გადაცემა 2012 წელს.
  3. შეკვეთა N 203 - "Владимир Монамах", 955, ეწყობა, გადაცემა 2013 წელს. 
  4. შეკვეთა N 204 - "Святитель Николай", 955А, ეწყობა, გადაცემა 2014 წელს. 
  5. შეკვეთა N 205 - 955А, დაწყება 2013 წელს, გადაცემა 2015 წელს. 
  6. შეკვეთა N 206 - 955А, დაწყება 2014 წელს, გადაცემა 2015 წელს.
  7. შეკვეთა N 207 - 955А, დაწყება 2013 წელს, გადაცემა 2017 წელს.
  8. შეკვეთა N 208 - 955А, დაწყება 2014 წელს, გადაცემა 2018 წელს.
მრავალმიზნობრივი, ფრთოსანი რაკეთებით აღჭურვილი ატომური წყალქვეშა ნავები: 
  1. შეკვეთა N 160 - "Северодвинск", 855, მზადაა, გადაცემა 2012 წელს. 
  2. შეკვეთა N 161 - "Казань", 855М, ეწყობა, გადაცემა 2015 წელს. 
  3. შეკვეთა N 162 - "Уфа", 855М, დაწყება 2012 წელს, გადაცემა 2020 წელს.
  4. შეკვეთა N 163 - 855М, გეგმაში, გადაცემა 2020 წელს. 
  5. შეკვეთა N 164 - 855М, გეგმაში, გადაცემა 2020 წელს.
  6. შეკვეთა N 165 - 855М, გეგმაში, გადაცემა 2020 წელს.
  7. შეკვეთა N 166 - 855М, გეგმაში, გადაცემა 2020 წელს.
  8. შეკვეთა N 167 - 855М, გეგმაში, გადაცემა 2021 წელს.
სხვა ატომური წყალქვეშა ნავები:
  1. შეკვეთა N 664 - "Белгород", 949АМ, იწყობა, გადაცემის წელი უცნობია.
დიზელ-ელექტრული წყალქვეშა ნავები:
  1. შეკვეთა N 01570 - "Санкт-Петербург", 677, მწყობრში 2010 წლიდან. 
  2. შეკვეთა N 01670, "Новороссийск", 636.3, ეწყობა, გადაცემა 2014 წელს. 
  3. შეკვეთა N? - "Ростов на Дону", 636.3, ეწყობა, გადაცემა 2014 წელს.
  4. შეკვეთა N - 636.3, "Ставрополь", გეგმაში, გადაცემა 2015 წელს.
  5. შეკვეთა N - 636.3, დაწყება სავარაუდოდ 2012 წელს, გადაცემა 2015 წელს. 
  6. შეკვეთა N - 636.3, გეგმაში, გადაცემა 2016 წელს. 
  7. შეკვეთა N - 636.3, გეგმაში, გადაცემა 2016 წელს.

სულ 2020 წლამდე გეგმაშია 20 დიზელ-ელექტრონული წყალქვეშა ნავის აგება, აქედან 13 შესახებ ღია ინფორმაცია არ არსებობს.
ამას გარდა 2009 წლიდან რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტს გადაეცა, ან აწყობის სხვადასხვა სტადიაშია ან გეგმაშია  - 11 სადესანტო კატერი, სიღრმისეული 3 აპარატი, შეიარაღების და სხვა დანიშნულების 12 სატრანსპორტო ხომალდი, 6 საზღვაო ბუქსირი, 22 სარეიდო ბუქსირი, 19 სხვადასხვა დანიშნულების კატერი. 

სტრატეგიული დანიშნულების სარაკერტო წყალქვეშა კრეისერი "Юрий Долгорукий" (პროექტი 955)



რუსეთის ფედერაციის სამხედრო დოქტრინა და მისი შეიარაღებული ძალების მდგომარეობა

არავისთვის არაა საიდუმლო რომ გააზრებული სამხედრო რეფორმა წინასწარ მომზადებული გეგმის მიხედვით უნდა მიმდინარეობდეს, რომელიც მოიცავს დოკუმენტების ფართო სპექტრს. პირველ ჯგუფს მიეკუთვნება კონცეფცია, სტრატეგია და დოქტრინა. მათ ფუნდამენტალური ადგილი უკავიათ და განსაზღვრავენ შეიარაღებული ძალების ხანგრძლივვადიან განვითარებას. მეორეს მიეკუთვნებიან კონკრეტული კანონები, ბრძანებები და ბრძანებულებები, რომლების მიზანიცაა პირველი ჯგუფის დოკუმენტები პრაქტიკული განხორციელება. რუსეთის ფედერაციის სამხედრო დოქტრინა რუსეთის პრეზიდენტის მიერ 2010 წლის 5 თებერვალს დამტკიცდა.
სანამ რუეთის სამხედრო დოქტრინის და შეიარაღებული ძალების რეფორმების შეთავსებადობაზე დავიწყებდეთ საუბარს საჭიროა ერთი მომენტის აღნიშვნა. რუსეთის შეიარაღებული ძალების თანამედროვე რეფორმების დასაწყისი 2008 წელს დაიწყო, ხოლო ერთერთი უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი - სამხედრო დოქტრინა - მხოლოდ 2010 წლის თებერვალს დამტკიცდა, რაც ლოგიკას ეწინააღმდეგება. არაა გამორიცხული რომ დოქტრინის ავტორები მისი დაწერისას შეეცადნენ მის მორგებას არმიის უკვე მიმდინარე რეფორმებზე. თუ კი ამ დოკუმენტს განვიხილავთ როგორც უკვე მიმდინარე რეფორმებისგან დამოუკიდებელ დოკუმენტად და ამ რეფორმების მასთან შეუთავსებლობის შემთხვევაში ჩნდება კითხვა დოქტრინის გააზრებულობის შესახებ.

საერთო დანიშნულების ძალები

რუსეთის ფედერაციის სამხედრო დოქტრინა გამოყოფს სამხედრო კონფლიქტების ოთხ დონეს: შეიარაღებული კონფლიქტი, ლოკალური კონფლიქტი, რეგიონალური და ბოლოს ფართომაშტაბური კონფლიქტი. დოქტრინის ავტორების თანახმად პირველი ორი შეზღუდული მიზნებით მიმდინარეობს, მეორე წყვილი კი მნიშვნელოვანი და რადიკალური სამხედრო პოლიტიკური მიზნების მისაღწევად იმართება. რეგიონალური და ფართომაშტაბიანი ომის შემთხვევაში ჩვეულებრივ შეიარაღებასთან ერთად ნებადართულია ბირთვული იარაღის გამოყენებაც. ამგვარად ბირთვულ იარაღს ეკისრება ბირთვული ომის შეკავების როლი, ასევე მთელი რიგი რეგიონალური და ფართომაშტაბური ომების ჩახშობა. ბირთვულ იარაღზე სამხედრო დოქტრინით დაკისრებული ამოცანების შესაბამისობას უფრო დაწვრილებით ცალკე თავში განვიხილავთ. 
რუსეთის სამხედრო დოქტრინაში საუბარია იმაზე რომ რუსეთის წინააღმდეგ ფართომაშტაბიანი კონფლიქტის წარმოშობის რისკი მცირდება, მაგრამ რიგ მიმართულებებზე რუსეთის ფედერაციისთვის ეს რისკი იზრდება. რისკების ფართო სპექტრის წინააღმდეგ სამოქმედოდ, როგორც წინასაომარ პერიოდში (აგრესიის შეკავება), ასევე თვითონ საბრძოლო მოქმედებებში სამონაწილეოდ არსებობს საერთო დანიშნულების ძალები (COH). ამასთან შეიარაღებული კონფლიქტის და ლოკალური ომის დროს, ასევე აგრესორის მათი გაღვივებისგან შესაკავებლად საერთო დანიშნულების ძალები ძირითად როლს თამაშობენ. რეგიონალურ და ფართომაშტაბურ ომებში, მათი შეკავებასა და ტრანსფორმაციაში საერთო დანიშნულების ძალების და ბირთვული შეკავების ძალების როლი განსხვავდება კონკრეტული სიტუაციისდა მიხედვით, მაგრამ ბირთვული შეიარაღება რჩება ბოლო წონიან არგუმენტად და ამასთან თამაშობს გადამწყვეტ როლს კონფლიქტის აღკვეთასა თუ შეკავებაში. ეს ბოლო უფრო ისეთ ფართომაშტაბურ ომებს ეხება, რომლებშიც მოწინააღმდეგის საერთო დანიშნულების ძალები რუსეთის საერთო დანიშნულების ძალებს აღემატება.
რუსეთის შეიარაღებული ძალების თანამედროვე პირობებთან სადაგობის შესაფასებლად აუცილებელია ჯერ იმის გარკვევა თუ როგორად ესახება სამხედრო ტოქტრინის ავტორებს თანამედროვე სამხედრო კონფლიქტები. თანამედროვე კონფლიქტების მახასიათებლებსა და განსაკუთრებულობებს შორის ყველაზე საყურადღებოა კონფლიქტების წარმოშობის წინასწარ განჭვრეტის შეუძლებლობა რაც ამცირებს საბრძოლო მოქმედებებისადმი მოსამზადებელ დროს, რაც თავის მხრივ ნიშნავს წინასაომარი პერიოდის შემცირებას და შეიარაღებულ ძალებს საბრძოლო მზადყოფნის და მობილურობის ამაღლებულ მოთხოვნებს უყენებს.
რადგანაც ლოკალური ომი წარმოადგენს ყველაზე მაშტაბურ სამხედრო კონფლიკტს, რომელშიც საერთო დანიშნულების ძალები მთავარ როლს თამაშობენ, ამიტომ მათში დასმული ამოცანების მიღწევა წარმოადგენს მათი ადეკვატურობის და ეფექტურობის მაჩვენებელს. თანამედროვე პირობებში და ახლო პერსპექტივებში რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების განსაკუთრებულობას, მეზობელ ქვეყნებთან შედარებით, რაოდენობრივი და ნაწილობრივ ხარისხობრივი (აშშ–სა და მეტნაკლებად ჩინეთის გარდა, მაგრამ ამ სახელმწიფოებთან ლოკალური ომი ნაკლებად სავარაუდოა კონფლიქტის ფართომაშტაბურ ბირთვულ ომში გადაზრდის საშიშროების გამო) უპირატესობა წარმოადგენს. მაგრამ თუ შევადარებთ არა მთლიანობაში, არამედ ოპერატიულ მიმართულებებზე გაშლილ ძალებს, მაშინ სიტუაცია რუსეთისთვის კიდევ უფრო უარესია – ქვედანაყოფების ქვეყნის ფართო ტერიატორიაზე და ასევე ქვეყნის გარეთ მდებარე სამხედრო ბაზებზე გაფანტვის გამო, რის შედეგადაც ყოველი მიმართულების დაჯგუფება შედარებით სუსტია. ამიტომ საერთო დანიშნულების ძალებისთვის დიდ მნიშვნელობას იძენს ძალებისა და საშუალებების „თეატრშორისი მანევრი“. ამის დამადასტურებლად გამოდგება ჩეჩნეთის ორი ომი და რუსეთ საქართველოს 5 დღიანი ომი, როდესაც რუსეთის არმიის მოწინააღმდეგის სისუსტის მიუხედავად საჭირო გახდა რამოდენიმე ოლქის ქვედანაყოფების მოზიდვა. ხოლო ისეთ ქვეყნებთან კონფლიქტის შემთხვევაში, როგორებიცაა თურქეთი და იაპონია, თეატრშორისი მანევრი კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს.  ამას ზოგიერთი ფაქტორები ხელს უწყობს, ზოგი კიდევ პირიქით აფერხებს.
პირველი კატეგორიიდან სამხედრო–სატრანსპორტო და სამოქალაქო ავიაციის მიერ პირადი შემადგენლობის, შეიარაღებისა და ტვირთების გადაზიდვის საგრძნობი პოტენციალის გამოყოფა შეიძლება, რაც საკმაოდ განვითარებულ (თუმცა არათანაბრად) აეროდრომების ქსელთან შეთანხმებით ხელს უწყობს საბრძოლო მოქმედებების ზონაში რუსეთის შეიარაღებული ძალების დაჯგუფების გაძლიერებას სხვა სამხედრო ოლქებიდან ძალების გადასროლის ხარჯზე, მაგრამ მხოლოდ საჰაერო ბატონობის უზრუნველყოფის პირობებში. ეს ბოლო მოითხოვს საბრძოლო მოქმედებების ზონაში ავიადაჯგუფების სწრაფ გაზრდას, რასაც ხელს უწყოფს თვითონ საბრძოლო ავიაციის მახასიათებლები (ფრენის სისწრაფე და დიდი მანძილი). მაგრამ მიუხედავად ამისა, ავიანაწილების გადასროლის ეფექტურობის გსაზრდელად, რუსეთის ძირითად ავიაბაზებზე წინასწარ უნდა მოხდეს მათთვის საჭირო სათადარიგო საბრძოლო მასალების, საწვავის, ხარჯვადი მასალების და სათადარიგო ნაწილების დასაწყობება, რაც თუნდაც საწყის პერიოდში, სანამ დამატებითი მატერიალური საშუალებები იქნება გადმოსროლილი,  უზრუნველყოფს მათ მიერ ინტენსიური საბრძოლო მოქმედებების წარმოებას. ასევე სამხედრო–საჰაერო ძალების სახმელეთო მომარაგების ნაწილების სტრუქტურაში გათვალისწინებული უნდა იყოს არა მხოლოდ საკუთარი ავიაბაზის ტექნიკის, არამედ დამატებით, სხვა ავიაბაზიდან გადმოსროლილი ავიანაწილების მომსახურების საშუალებაც. ამას გარდა საფრონტო ავიაციის რუსეთის ევროპული ნაწილიდან აზიურ ნაწილში გადასროლა და პირიქით მოითხოვს შუალედურ აეროდრომებზე საწვავ–საპოხი მასალების მარაგების შექმნას და/ან საჰაერო ტანკერების ფლოტის განვითარებას, საბრძოლო თვითმფრინავების შესაბამის გადაკეთებას და ჰაერში საწავავით გამართვის ტექნიკაში მფრინავების გაწვრთნას.

МиГ-31–ის ჰაერში საწვავით გამართვის პროცესი

სამხედრო–სატრანსპორტო ავიაციის მიერ სახმელეთო ფორმირებების და მათი საშტატო ტექნიკის გადასროლა მოითხოვს სატრანსპორტო თვითმფრინავების საგრძნობ რაოდენობას და დროს. ამიტომ უფრო ჭკვიანურია მხოლოდ პირადი შემადგენლობის გადასროლა და ტექნიკის „სამხედრო ტექნიკის შემნახავ ბაზებზე“ მიღება, რასაც თანამედროვე რუსული არმია სწავლებებზე ამუშავებს. თუმცაღა ასეთი ღონისძიების ეფექტურობაზე ერთი ფაქტორი საკმაოდ სერიოზულ გავლენას ახდენს – კერძოდ ბრიგადაში არსებული და ტექნიკის შემნახავ ბაზაზე არსებული ტექნიკის ტიპებისა და მოდიფიკაციების საგრძნობი სხვაობა. ეს იწვევს იმას, რომ სამხედრო მოსამსახურეების მხოლოდ ნაწილი იღებს მისთვის ნაცნობ ტექნიკას , ხოლო დანარჩენები იძულებულები არიან მოახდინონ ტექნიკის ადგილზე ათვისება, რაც სწრაფად მიმდინარე და ინტენსიური სამხედრო კონფლიქტების ფონზე მიუღებელია. პირადი შემადგენლობის მიერ ტექნიკის რამდენიმე სახეობის ათვისებაც პრაქტიკულად შეუძლებელია მსახურის მოკლე ვადის და სწავლის ფასის საგრძნობი გაზრდის გამო. უფრო ჭკვიანურია მოქმედი სამხედრო შენაერთებისთვის საბრძოლო მოქმედებების სხვა თეატრზე იდენტური ტექნიკით და შეიარაღებით აღჭურვილი დუბლიორი „სამხედრო ტექნიკის შემნახავი ბაზების“ შექმნა. მაგრამ მოცემულ შემთხვევაში არა მარტო „სამხედრო ტექნიკის შემნახველი ბაზებისთვის“, არამედ თვით რეგულარული ბრიგადებისთვისაც თანამედროვე შეიარაღების  უკმარისობა სერიოზული პრობლემები წარმოქმნის. ამიტომ ასეთი სქემის რეალიზაცია, მხოლოდ შედარებით მოძველებული შეიარაღებით აღჭურვილი ფორმირებებისთვისაა შესაძლებელი, ხოლო თანამედროვე შეიარაღებით აღჭურვილი ბრიგადების გადასროლა ჰაერის ან რკინიგზის გამოყენებით საშტატო ტექნიკით უნდა განხორციელდეს. 
თეტრსშორის მანევრზე ნეგატიურად მოქმედ ფაქტორებს შორის შეგვიძლია გამოვყოთ – რუსეთის ევროპულ და აზიურ ნაწილს შორის და კავკასიაში არსებული სახმელეთო კომუნიკაციების განვითარების დაბალი დონე და მათი მოწყლვადობა, სხვადასხვა საზღვაო ფლოტების დაჯგუფებებს შორის ურთიერთქმედების დაბალი დონე, რუსეთის არმიის ფორმირებების დაბალი საბრძოლო მზადყოფნა, უმეტესწილად მათი მოკლევადიანი სავალდებულო სამსახურით დაკომპლექტების გამო.

„სამხედრო ტექნიკის შემნახავ ბაზაზე“ დაკონსერვებული T-80–ები

მანევრის გარდა ასევე მნიშვნელოვანია ფორმირებების ტექნიკური აღჭურვის დონე. სამხედრო დოქტრინის ავტორები ყურადღების აქცენტირებას აკეთებენ კონფლიქტებში ტექნიკურ პროგრესზე. სსრკ–ს დაშლის შემდეგ რუსეთში, იმ დროისთვის თანამედროვე ტექნიკის დიდი რაოდენობა დარჩა. ამ მომენტისთვის ამ ტექნიკის უმეტესი ნაწილი საგრძნობლად მოძველდა და მხოლოდ მისი მცირე ნაწილი პასუხობს თანამედროვე მოთხოვნებს. ამიტომ დოქტრინის ავტორების აზრით რუსეთის არმიის გადაიარაღება რეფორმირების პრიორიტედად ითვლება. მაგრამ ღონისძიების მაშტაბურობა და შეზღუდული ფინანსები რუსეთს საშუალებას არ აძლევს სათანადო ყურადღება დაუთმოს შეიარაღებული ძალების ყველა სახეობას. პრიორიტეტულობით მხოლოდ რამოდენიმე მათგანი სარგებლობს. მეორე მხრივ რუსეთის შეიარაღებული ძალების ჩამორჩენილობაზე საუბრისას უნდა დავაზუსტოთ თუ ვისთან შედარებით. თუ აშშ–სთან და NATO–ს წამყვან ქვეყნებთან შედარებით – მაშინ ასეთი ჩამორჩენა საკმაოდ საგრძნობია, თუ ჩინეთთან, თურქეთთან და დსთ–ს ქვეყნებთან, მაშინ სიტუაცია რუსეთისთვის უფრო კარგად გამოიყურება. ამიტომ შეიძლება ითქვას, საკმაოდ ფართო სპექტრის სახელმწიფოებთან კონფლიქტის შემთხვევაში რუსეთის შეიარაღებული ძალები ამჟამად და ახლო მომავალშიც, საკმაოდ ადეკვატურად გამოიყურება.


სტრატეგიული დანიშნულების ბირთვული ძალები


საერთო დანიშნულების ძალებისგან განსხვავებით, იმ ამოცანის დახასიათება, რომელსაც რუსეთის სამხედრო დოქტრინა უსვამს სტრატეგიული დანიშნულების ბირთვულ ძალებს, შეიძლება ძალიან მოკლედ: იყვნენ მუდმივ მზადყოფნაში. რუსეთის ფედერაცია დეკლარირებას უკეთებს ბირთვული იარაღის გამოყენებას მოწინააღმდეგის მიერ მასიური განადგურების იარაღის გამოყენების შემთხვევაში ან მაშინ როდესაც აგრესიის შედეგად საფრთხის ქვეშ დგება ქვეყნის არსებობა. აქედან გამომდინარე სტრატეგიული დანიშნულების ბირთვული ძალები მუდამ მზად უნდა იყვნენ რათა დროულად გააფრთხილონ ქვეყნის ხელმძღვანელობა თავდასხმის შესახებ და მოწინააღმდეგეს გარანტირებულად მიაყენონ დასახული ზიანი.
ამ ამოცანის შესრულება მოითხოვს სტრატეგიული დანიშნულების ბირთვული ძალების მიერ თავდასხმის შესახებ გაფრთხილების და მართვის სისტემის მაღალი რაოდენობრივი და ხარისხობრივი დონის მუდმივ შენარჩუნებას. ღია წყაროებზე დაყრდნობით 2010 წელს რუსეთის სტრატეგიული დანიშნულების ბირთვული ძალების შემადგენლობაში იმყოფებოდა 706 სტრატეგიული მატარებელი, რომლებსაც შეეძლოთ 2676 ბირთვული ქობინის გადატანა.
რუსეთის სტრატეგიული დანიშნულების ჯარების შეიარაღებაში იმყოფება შახტური ბაზირების მძიმე რაკეტები P-36 МУTTX, P-36M2, УP-100HTTX და  „Тополь-М“, ასევე მოძრავი სახმელეთო კომლექსები „Тополь“, „Тополь-М“, PC-24 „Ярс“ – საერთო ჯამში 369 სარაკეტო კომპლექსი, რომლებსაც 1247 ბირთვული მუხტის გადატანა შეუძლია.

მობილური საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა  „Тополь-М“

აღსანიშნავია რომ ისეთი რაკეტების, როგორებიცაა  P-36  და УP-100HTTX, სამსახურის ვადა უფრო მალე გადის ვიდრე რუსების სამხედრო საწარმოო კომპლექსი მათ ჩანაცვლებას ასწრებს. ასევე მიდის კამათი იმის თაობაზე თუ რამდენად მდგრადია ბირთვული აფეთქებისადმი სახმელეთო მობილური სარაკეტო კომპლექსები და რამდენად შეუძლია ერთქობინიან ბირთვულ რაკეტას რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის გადალახვა. თუმცა ამჟამად თავდაცვის ეს სისტემა არ წარმოადგენს საფრთხეს, მაგრამ   მომავალში შესაძლებელია რო მან საგრძნობლად შეამციროს რუსეთის ბირთვული ძალების ეფექტურობა. მიუხედავად ამისა მოწინააღმდეგის შეკავებასა და მისთვის საპასუხო დარტყმის მიყენების შემთხვევაში სახმელეთო ბირთვული სარაკეტო ძალები მნიშვნელოვან როლს თამაშობს და ასევე ბირთვული ძალების საზღვაო და საჰაერო კომპონენთებთან შედარებით მეტი საბრძოლო ქობინი გააჩნია შეიარაღებაში.
რუსეთის სამხედრო–საზღვაო ძალების შემადგენლობაში 10 ერთეული სტრატეგიული რაკეტების მატარებელი წყალქვეშა ნავი იმყოფება, მათ რაკეტებს შეუძლია 576 ცალი ბირთვული ქობინის გადატანა. პროექტ 941–ის რაკეტმზიდი „Дмиртий Дoнскoй” ამჟამად გამოიყენება ახალი ბალისტიკური სარაკეტო კომპლექსის გამოსაცდელად, რომლის შემადგენლობაშიც შედის რაკეტა P-30 „Булава», რომლითაც უნდა აღიჭურვოს 2008 წელს წყალში ჩაშვებული პროექტ 955–ის რაკეტმზიდი "Юрий Долгорукий" და ასევე ამ პროექტით მშენებარე გაუმჯობესებული ვერსიის სამი წყალქვეშა კრეისერი – "Александр Невский", "Владимир Монамах" და "Святитель Николай“.
ბირთვული შეკავების ძალების საზღვაო კომპონენტის მდგრადობა განისაზღვრება როგორც თვითონ მატარებლების მახასიათებლებით, ასევე უზრუნველყოფის და დაფარვის ძალების შესაძლებლობებით, რომლებშიც შედიან წყალსზედა ხომალდების შენაერთები, ავიაცია, ჰიდროაკუსტიკური უზრუნველყოფა, სანაპირო ინფრასტრუქტურა და სხვა ელემენტები. უკვე არა ერთხელ იქნა აღნიშნული ბირთვული ძალების საზღვაო კომპონენტების საბრძოლო მდგრადობის პრობლემა. დისპროპორციამ ახალი ხომალდების მშენებლობასა და ფლოტის არსებული ტექნიკის ბრძოლისუნარიანობის შენარჩუნებას შორის შეზღუდული რესურსების განაწილებაში იქამდე მიიყვანა რუსეთის სამხედრო–საზღვაო ფლოტი, რომ მცირდება ბრძოლისუნარიანი წყალქვეშა რაკეტმზიდების რაოდენობა. ამას გარდა რუსეთის სამხედრო–საზღვაო ფლოტი თავის ზენიტშიც კი უზრუნველყოფდა არსებული რაკეტმზიდების მთელი რაოდენობიდან მხოლოდ 15% საბრძოლო მორიგეობას (აშშ–ს საზღვაო ძალებისთვის ეს ციფრი 50%), დანარჩენი რაკეტმზიდებს კი საზღვაო ბაზებში უწევთ ლოდინი, ხოლო რაკეტმზიდი ბაზაზე წარმოადგენს ადვილად გასანადგურებელ სამიზნეს. ასევე კითხვები ჩნდება წყალქვეშა რაკეტმზიდების სამხედრო მორიგეობის დროს მათი მართვის სისტემების დაცულობისა და საიმედოობის მიმართაც.

სტრატეგიული დანიშნულების ბომბდამშენი Ту-95МС


ამას გარდა წყალქვეშა ნავ „პროექტ–667БДР“ და „პროექტ–667БДРМ“–ზე განთავსებული ბალისტიკური რაკეტები P-29P და P-29PM–ის საციცოხლო ციკლი ბოლოს უახლოვდება. აქედან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ უახლოეს მომავალში ბირთვული შეკავების ძალების საზღვაო კომპონენტის ძირითად რაკეტმზიდებად რაკეტა P-29PMУ „Синева“–თი აღჭურვილი „პროექტ–667БДРМ“–ის და რაკეტა P-30–ით აღჭურვილი „პროექტ–955“–ის წყალქვეშა ნავები გახდება. ამან უნდა უზრუნველყოს ბირთვული შეკავების ძალების საზღვაო კომპონენტის მიერ შეკავების საკმაოდ მნიშვნელოვანი პოტენციალი იმ პირობით რომ წარმატებით დასრულდება რაკეტა „Булава“-გამოცდები და ასევე საერთო დანიშნულების საზღვაო ძალების განვითარება, რომლებსაც ევალებათ ბირთვული იარაღის მატარებლების საბრძოლო პოზიციებზე გაშლის უსაფრთხოების უზრუნველყოფა.
სტრატეგიულ ავიაციას გააჩნია მძიმე ბომბდამშენები –  Ту–160 და Ту-95МС, რომლებიც შეიარაღებული არიან სხვადასხვა მოდიფიკაციის ფრთოსანი რაკეტა X-55-ებით. მიმდინარეობს ახალ ფრთოსან რაკეტაზე მუშაობა. ყველა Ту–160 (16 ცალი) და Ту–95–ების ნაწილი (20 ცალი) ბაზირდება ენგელსზე (სარატოვის ოლქი). მიახლოებით 40 ერთეული Ту–95 ბაზირდება უკრაინკაში (ხაბაროვის ოქლი).
ბირთვული ტრიადის საჰაერო კომპონენტის საბრძოლო მდგრადობაც ასევე ეჭვის ქვეშაა. რა თქმა უნდა თვითმფრინავის ჰაერში განადგურება გაცილებით ძნელია ვიდრე შახტაში განლაგებული რაკეტებისა ან ბაზებზე მდგარი რაკეტმზიდებისა. მაგრამ ამისათვის საჭიროა სტრატეგიული ავიაციის მუდმივი საჰაერო მორიგეობა, რაც რუსეთის სტრატეგიულ ავიაციაში მხოლოდ ამ ცოტა ხნის წინ აღსდგა და ამას გარდა ჰაერში ავიაპარკის მხოლოდ მცირე ნაწილი იმყოფება (რა თქმა უნდა საფრთხის შემთხვევაში რაკეტმზიდების რაოდენობა ჰაერში გაიზრდება). ამას გარდა საბრძოლო მზადყოფნის ასამაღლებლად აუცილებელია ურთიერთქმედების დახვეწა საწვავით გამმართავ თვითმფრინავებთან, შორეული დაზვერვის რადიოლოკაციური და რადიოელექტრონული ბრძოლის თვითმფრინავებთან. ამ ყველაფერთან დღეს–დღეობით რუსეთის სტრატეგიულ ავიაციას სერიოზული პრობლემები გააჩნია. ამიტომ ბირთვული შეკავების ძალების საავიაციო კომპონენტი პრევენციული დარტყმის მისაყენებლად უფრო გამოდგება ვიდრე საპასუხო დარტმისთვის.

შორეული დაზვერვის რადიოლოკაციური სადგური Дон-2НП

კოსმოსური ჯარები, რომლის შემადგენლობაშიც შედის რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა, სარაკეტო თავდასხმისგან გაფრთხილების სისტემა და კოსმოსური სივრცის კონტროლის სისტემა, უზრუნველყოფენ სტრატეგიულ თავდაცვას.
სარაკეტო თავდასხმის გაფრთხილების სისტემის შემადგენლობაში შედიან აშშ–ს ტერიტორიიდან ბალისტიკური რაკეტების სტარტის აღმოსაჩენად განკუთვნილი თანამგზავრები და შორეული დაზვერვის რადიოლოკაციური სადგურები. ამისდა მიუხედავად არაა უზრუნველყოფილი აშშ–ს ტერიტორიაზე მუდმივი დაკვირვება და საზღვაო ბაზირების ბალისტიკური რაკეტების სტარტის სავარაუდო რაიონების კონტროლი. რადიოლოკაციური სადგურების 
ნაწილი რუსეთის საზღვრებს გარეთაა განთავსებული. არსებული პრობლემების მიუხედავად სარაკეტო თავდასხმისგან გაფრთხილების სისტემის შემადგენლობაში შეყავთ ახალი სადგურები, ასევე ახალი თანამგზავრებით ივსება კოსმოსური დაჯგუფებაც.
ამჟამად რუსეთის ფედერაციის სტრატეგიულ ბირთვულ ძალებს ძალუძთ შეასრულონ დასმული ამოცანა, მაგრამ მწვავედ დგას შეიარაღებაზე მდგარი ბალისტიკური რაკეტების საციცოხცლო ციკლის ამოწურვისა და თავდასხმისგან გაფრთხილების სისტემის ეფექტურობის პრობლემები. ამ მიმართულებით გადადგმულია მთელი რიგი ნაბიჯები – მიმდინარეობს ბალისტიკური რაკეტები „Тополь-М“ და „Ярс“ სერიული წარმოება და ასევე სერიულ კონდიციამდეა მიყვანილი საზღვაო ბაზირების ბალისტიკური რაკეტა „Булава“.

კოსმოსური სივრცის მაკონტროლებელი ოპტიკურ–ელექტრონული კომპლექსი „Окно“ – მისი დანიშნულებაა აღმოჩინოს 40 000 კილომეტრამდე ორბიტაზე მფრენი კოსმოსური ობიექტები, განსაზღვროს მათი ორბიტა, დაადგინოს მათი კლასი, დანიშნულება, მდგომარეობა და ნაციონალური კუთვნილება


სამობილიზაციო შესაძლებლობები


რუსეთის ფედერაციის სამხედრო დოქტრინის ავტორები ყურადღების აქცენტირებას აკეთებენ სამხედრო კოფლიქტების მიმდინარეობის მაღალ სიჩქარეზე, რაც შეიარაღებულ ძალებში მუდმივი მზადყოფნის ქვედანაყოფების არსებობას მოითხოვს, რადგანაც შემცირებული შემადგენლობის ნაწილები და მითუმეტეს სამხედრო ტექნიკის შემნახავი ბაზები საომარი მოქმედებების დროს ვერ მოასწრებენ სრულფასოვნად გაშლას (ანუ დოქტრინის ავტორები ფაქტიურად დოკუმენტალურად ადასტურებენ არმიაში უკვე მიმდინარე რეფორმებს). ამ ყველაფერი ზემოთ თქმულიდან სამობილიზაციო ძალების გაშლა და მისი ვადები რეგიონალური და ფართომაშტაბური ომების მოთხოვნებს უფრო პასუხობს ვიდრე შეიარაღებულ და ლოკალურ კონფლიქტებს.
ერთის მხრივ, ასეთ მიდგომა გამართლებულია, და რუსეთს–საქართველოს ბოლო კონფლიქტი ასეთი მიდგომის მართებულობას ადასტურებს კიდევაც. მართლაც და აქტიური საბრძოლო მოქმოედებების ფაზა მხოლოდ 5 დღე გაგრძელდა და ასეთ მოკლე ვადებში შეუძლებელია ჩატარდეს მობილიზაცია, შემცირებული შემადგენლობის ნაწილების დაკომპლექტება, მათი ქვედანაყოფების საბრძოლო შეთანწყობა და ამ ნაწილების საბრძოლო მოქმედებების რაიონში გადასროლა. მაგრამ სამხედრო დოქტრინის ავტორებმა, როდესაც ახასიათებდნენ თანამედროვე კონფლიქტებს, მხედველობიდან გაუშვეს ერთი მნიშვნელოვანი მომენტი. თანამედროვე კონფლიქტების აქტიური ფაზა შეიძლება სწრაფად განვითარდეს, მაგრამ მათ დარეგულირებას როგორც წესი წლები და ხანდახან ათეული წლებიც კი ესაჭიროება. რის გამოც მონაწილეები იძულებულები არიან კონფლიქტის ზონის ახლოს ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში იყოლიონ მნიშვნელოვანი საჯარისო დაჯგუფებები. მაგალითად, მიუხედავად იმისა რომ, ჩეჩნეთის ტერიტორიაზე აქტიური საბრძოლო მოქმედებები თითქმის ათი წლის წინ დასრულდა, რის შემდეგაც ჩეჩენ პარტიზანებთან ბრძოლის სიმძიმე ძირითადად რუსეთის შინაგან ჯარებს და უსავრთხოების ფედერალულ სამსახურს დააწვა მხრებზე, რუსეთის არმია მაინც იძულებულია ამ რეგიონში თავის მოტომსროლელი ქვედანაყოფების 10% იყოლიოს და ასევე იყოლიოს მნიშვნელოვანი ძალები ჩეჩნეთის მეზობელ რესპუბლიკებში. ამის კიდევ ერთ მაგალითად რუსეთ–საქართველოს 2008 წლის კონფლიკტიც გამოდგება, რომლის შემდეგაც რუსეთმა საქართველოს ანექსირებულ ტერიტორიებზე ორი სამხედრო ბაზა გახსნა, ამას გარდა ამ ბაზების მხარდასაჭერად აფხაზეთისა და სამაჩაბლოს მეზობელ რეგიონებში დამატებითი ძალები გადაისროლა.
ამგვარად ანალიზის შედეგად აშკარაა რომ რუსეთის არმიისთვის არსებობს რეალური საფრთხე იმისა, რომ მისი ბრძოლისუნარიანი ფორმირებების მნიშვნელოვანი ნაწილი ამა თუ იმ ზომით ჩათრეული იქნება რუსეთის ტერიტორიაზე ან მის მოსაზღვრე ქვეყნებში მიმდინარე კონფლიქტების დარეგულირების ხანგრძლივ პროცესში. ამ ყველაფერმა რუსეთის მიერ ბრძოლისუნარიანი და პირველადი მზადყოფნის დიდი რაოდენობის ნაწილების შენახვის შეზღუდულ შესაძლებლობებთან ერთად შეიძლება გამოიწვიოს სიტუაცია, როდესაც ახალი შეიარაღებული კონფლიქტის წარმოშობა მოითხოვს სხვა სამხედრო ოლქებიდან დამატებითი ძალების მოზიდვას და ამგვარად გამოიწვიოს ამ ოლქების დაჯგუფების დასაშვებ ზღვარზე მეტად შესუსტება. მიუხედავად ამისა რუსეთის არმიის თანამედროვე სტრუქტურა არ ითვალისწინებს შემცირებული შემადგენლობის ნაწილების არსებობას, მასში მხოლოდ სამხედრო ტექნიკის შემნახავი ბაზების არსებობაა გათვლილი, რომლებიც სრულყოფილად ვერ პასუხობენ ამ ამოცანებს, რადგანაც მათ საბრძოლო მზადყოფნაში მოსაყვანად დიდი დროა საჭირო, რადგანაც ამ ბაზებზე არ იმყოფება არა მარტო რიგითთა და სერჟანტთა, არამედ თვით ოფიცერთა პირადი შემადგენლობაც კი.
მიუხედავად იმისა რომ სამობოლიზაციო გაშლას რუსეთის სამხედრო დოქტრინაში საკმაოდ დიდი ყურადღება ეთმობა, რაც მის მნიშვნელობას უსვამს ხაზსს, დოკუმენტის ავტორების აზრით რუსეთის არმიის სამობილიზაციო, სტრატეგიული და ოპერატიული გაშლა პრაქტიკაში შეიძლება შეზღუდული მაშტაბით განხორციელდეს. ეს მთელ რიგ მიზეზებთანაა დაკავშირებული, მათ შორის აღსანიშნავია – სამხედრო ტექნიის შემნახავი ბაზების მცირე რაოდენობა, უმცროს ოფიცერთა უკმარისობა ამ ბაზების დასაკომპლექტებლად და ამ ბაზებზე განლაგებული შეიარაღების და ტექნიკის ფიზიკური და მორალური სიძველე. ამ ყველაფერი ზემოთ თქმულიდან აშკარაა რომ რუსეთის არმიის თანამედროვე სტრუქტურა ბოლომდე ვერ პასუხობს ეფექტური სამობილიზაციო გაშლის მოთხოვნებს.

რუსეთის სამხედრო–საზღვაო ძალების ამოცანები და შესაძლებლობები მსოფლიო ოკეანეში

რუსეთის ფედერაციის სამხედრო დოქტრინა სამხედრო–საზღვაო ფლოტს უყენებს შემდეგ ამოცანებს: ბირთვული შეკავების ძალების საზღვაო კომპონენტის მდგრადობის უზრუნველყოფა, მსოფლიო ოკეანეში რუსეთის ფედერაციის ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფა და მეკობრეობასთან ბრძოლა.
რუსეთის ფედერაციის ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფა პირობითად შეიძლება ამოცანათა ორ სახეობად გაიყოს. პირველი – სამხედრო–საზღვაო ფლოტის ახლო ზონებში ყოფნა (რაც ასევე საჭიროა ბირთვული შეკავების ძალების საზღვაო კომპონენტის მდგრადობის უზრუნველსაყოფად). მსოფლიოში წამყვან სახელმწიფოებს შორის მძაფრდება კონკურენცია ხელმისაწვდომ საწარმოო და ენერგეტიკულ რესურსებთან წვდომაში. რუსეთის ფედერაციის დაზვერილი ნავთობისა და აირის საბადოების ნაწილი თავმოყრილია კონტინენტურ შლეფზე. სწორედ ახლო საზღვაო ზონაში მდებარეობს ის მონაკვეტები, რომლებზეც სხვა სახელმწიფოებიც გამოთქვამენ პრეტენზიას – (მაგალითად ბარენცის ზღვის შელფი).
მეორე – რუსეთის მოქალაქეების უსაფრთხოების და/ან რუსული კომპანიის ინტერესების უზრუნველყოფა, რაც იკვეთება მეკობრეობასთან ბრძოლის ამოცანასთან და უსაფრთხო გემთმავლობის უზრუნველყოფასთან.
ასეთი ამოცანები უმეტეს შემთხვევაში „დროშის დემონსტრაციას“ და რეგიონში ერთი–ორი საბრძოლო ხომალიდს და რამდენიმე მომარაგების გემის ყოფნას არ სცილდება. თუმცა არაა გამორიცხული რომ, ამ რეგიონში, მომავალში მსხვილი რუსული კომპანიების ინტერესების დასაცავად უფრო მძლავრი საზღვაო შენაერთის გადასროლა გახდეს საჭირო.
სამხედრო–საზღვაო ძალების წინ არსებული ამოცანების შესასრულებლად საჭიროა რამდენიმე ტიპის მრავალმიზნობრივი ხომალდის ყოლა, რომლებიც აღჭურვილი იქნება მართვის ავტომატიზირებული სისტემით, რომელიც ინტეგრირებული იქნება როგორც ერთი ხომალდის, ასევე შენაერთის დონეზე.
სახომალდო შემადგენლობის ამოცანების გადაწყვეტის ადეკვატურობასთან დაკავშირებული კითხვების გარდა ასევე მნიშვნელოვანია ბაზირების საკითხიც, რაც განსაკუთრებით აქტუალურია საზღვაო დაჯგუფების საკუთარი წყლებიდან მოშორებით ხანგრძლივად მოქმედების დროს. მაგალითად, სომალიელი მეკობრეების წინააღმდეგ მიმდინარე ოპერაციის დროს, რომელშიც აქტიურ მონაწილეობას ღებულობდნენ რუსეთის სამხედრო–საზღვაო ძალების ხომალდები, პატრულირების ზონაში გასასვლელად და უკან, ბაზაზე დასაბრუნებლად მათ უწევდათ საკმაოდ დიდი მანძილის დაფარვა. ეს როგორც ამცირებს ამ ხომალდების საერთაშორისო ოპერაციის ჩატარების ზონაში ყოფნის დროს და იწვევს რესურსის გაზრდილ ხარჯვას, ასევე ქმნის სერიოზულ პრობლემებს ექსტერნული რემონტის ჩატარების დროსაც. ამიტომ რუსეთის საზღვაო მეთაურობის წინაშე დგება შემდეგი ამოცანა – რათა უზრუნველყოფილი იქნას სამხედრო დოქტრინის მოთხოვნები, აუცილებელია რუსეთის ინტერესების რაიონში შეიქმნას სამხედრო–საზღვაო ძალების ბაზრიების პუნქტები. ამ მომენტში კი როგორც გადაუდებელ ზომად შესაძლებელია განხორციელდეს შავი ზღვის ფლოტის გადაიარაღება ახალ ხომალდებზე და ამ ფლოტს დაევალოს საერთაშორისო ოპერაციებში მონაწილეობა, როგორც ხმელთაშუა ზღვაში ასევე ინდოეთის ოკეანის დასავლეთ ნაწილში.
როგორც სომალიელ მეკობრეებთან ბრძოლის გამოცდილებამ აჩვენა, საშიში რაიონების პატრულირების და გემების გაცილების ამორჩეული ტაქტიკა არასაკმარისად ეფექტურია და მოითხოვს მნიშვნელოვან სახსრებს. უფრო რადიკალური შეიძლება იყოს მეკობრეების ბაზების გასანადგურებლად განხორციელებული ოპერაციები ან მეკობრეების მიერ დაკავებული სანაპიროების ახლოს მოძრავი მცურავი საშუალებების ტოტალური კონტროლი. ასეთი ოპერაციების გასატარებლად ფრეგატების და საესკადრო ნაღმოსნების  შესაძლებლობები არასაკმარისია. ამისათვის გამოსადეგი ხომალდი შეიძლება უნივერსალური სადესანტო ხომალდი იყოს, რომელსაც შესაძლებლობა აქვს გადასხას დესანტიც და სანაპირო ობიექტების განადგურებისას აღმოუჩინოს მათი საჰაერო მხარდაჭერა და ასევე გააჩნია ამორჩეულ რაიონში ნაოსნობის კოტროლის მნიშვნელოვანი პოტენციალი. ვერტმფრენების მრავალრიცხოვანი დაჯგუფების, მსუბუქი, სწრაფმავალი სადესანტო საშუალებების და ასევე საზღვაო ქვეითების მნიშვნელოვანი რაოდენობის არსებობა სადესანტო ხომალდს საშუალებას აძლევს ერთდროულად გამოყოს რამდენიმე სამძებრო ჯგუფი როგორც ვერტმფრენებზე ასევე კატერებზე. მეკობრეებთან ბრძოლის გარდა, უნივერსალურ სადესანტო ხომალდებს შეუძლიათ იყვნენ საექსპედიციო ძალების ბირთვი, იმ შემთხვევაში თუ მსოფლიოს მოშორებულ და/ან ტექნიკურად ნაკლებად განვითარებად რეგიონში საჭირო გახდება რუსეთის (ან რომელიმე რუსული მსხვილი კომპანიის) ინტერესების დაცვა. კავშირგაბმულობის და მართვის აპარატურის და განთავსების ხელსაყრელობა საშუალებას იძლევა ეს ხომალდები გამოყენებული იყოს საზღვაო შენაერთის ფლაგმანად. სავარაუდოდ ამ მოსაზრებიდან გამომდინარე მოქმედებდა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო, როდესაც მიიღო გადაწყვეტილება სადესანტო ხომალდის ლიცენზიის შესყიდვის ტენდერის გამოცხადების შესახებ (როგორც ცნობილია ამჟამად მიმდინარეობს ფრანგული სადესანტო ხომალდი Mistral–ის მშენებლობა რუსეთის გემთმშენებელ საწარმოებში).
არაბირთვული წყალქვეშა ნავების წინაშე, მშვიდობიანობის პერიოდში სამხედრო დოქტრინა სვამს მხოლოდ ერთ ამოცანას – უზრუნველყოს ბირთვული შეკავების ძალების მდგრადობა. მეორეს მხრივ ატომური წყალქვეშა ნავების შესაძლებლობები ისეთ სახელმწიფოსთან კონფლიქტში, რომელსაც არ გააჩნია ატომური წყალქვეშა ნავები და ეფექტური თავდაცვა წყალქვეშა ნავების წინააღმდეგ, დემონსტრირებული იქნა ფოლკლენდის კუნძულების ინგლის–არგენტისი კონფლიქტში.
ყველაფერი ზემოთ თქმულის ანალიზის შედეგად შესაძლებელია ითქვას რომ სამხედრო დოქტრინის მიერ დასმული საკმაოდ მორიდებული ამოცანების შესრულება რუსეთის ფედერაციის სამხედრო–საზღვაო ძალების ამჟამინდელი შემადგენლობით ჯერ კიდევ შესაძლებელია, მაგრამ ამ შესაძლებლობის შესანარჩუნერბლად საჭიროა რომ მოხდეს სახომალდო შემადგენლობის ზომიერი და მეთოდური ჩანაცვლერბა ახალი ხომალდებით და ასევე უზრუნველყოფის ინფრასტრუქტურის განახლება და შესაბამის დონეზე მისი მდგომარეობის შენარჩუნება.

დასკვნები:

  • რუსეთის არმიის საერთო დანიშნულების ძალები, მათი რეფორმირების შედეგად მხოლოდ ნაწილობრივ პასუხობენ სამხედრო დოქტრინის მიერ წაყენებულ მოთხოვნებს. პირველ რიგში ეს ეხება საერთო დანიშნულების ძალების ლოკალურ ომებში მონაწილეობას, რომლისთვისაც ეს ძალები საკმაოდ მცირერიცხოვანია, განიცდიან მომზადებული პირადი შემადგენლობის უკმარისობას, ახალი და თანამედროვე შეიარაღების სიმცირეს და თეატრშორისი მანევრისთვის საჭირო ძალების და საშუალებების ნაკლებობას. რუსეთის საერთო დანიშნულების ძალების ადეკვატურობა რეგიონალურ და ფართომაშტაბურ ომებში კიდევ უფრო დაბალია, რადგანაც ასეთ ომებში იზრდება ბირთვული ძალების როლი.
  • სტრატეგიული ბირთვული ძალები საერთო ჯამში პასუხობენ მათზე დაკისრებულ ამოცანებს და ასევე გააგრძელებენ მომავალში იმ პირობით თუ გაგრძელდება მათი კომპონენტების გადაიარაღებისთვის საჭირო თანხების გამოყოფა. პირველ რიგში კოსმოსური ჯარების, სტრატეგიული დანიშნულების სარაკეტო ჯარებისა და ბირთვული შეკავების ძალების საზღვაო კომპონენტისა. მათი განვითარების ყველაზე პრიორიტეტულ მიმართულებად ითვლება მოძრავი საკონტინენტთაშორისო სარაკეტო კომპლექს PC-24 „Ярс“ და რაკეტა „Булава“-თი აღჭურვილი „პროექტ–955“–ის რაკეტმზიდების შესყიდვა. სტრატეგიული დანიშნულების სარაკეტო ჯარების შემადგენლობაში მყოფი საბრძოლო ბლოკების მოსალოდნელი შემცირების და ამერიკული რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის განვითარების მიუხედავად, შეგვიძლია ვთქვათ რომ როგორც დღეს ასევე უახლოეს მომავალში რუსეთის ბირთვული შეკავების ძალებს შეეძლებათ ნებისმიერ პოტენციურ მოწინააღმდეგეს მიაყენონ საჭირო ზიანი. რაკეტა „Булава“-ს სერიაში ჩაშვებით იზრდება ბირთვული შეკავების ძალების საზღვაო კომონენტის როლი ბირთვულ ტრიადაში, რაც თავისთავად წინ სწევს სამხედრო–საზღვაო ფლოტის განვითარების პრიორიტეტს, რომელიც თავის მხრივ მოწოდებულია უზრუნველყოს ბირთვული შეიარაღებით აღჭურვილი წყალქვეშა ნავების მოქმედებები.
  • სამობილიზაციო გაშლის საკითხებს უკავიათ საკმაოდ დიდი ადგილი სამხედრო დოქტრინაში, თუმცაღა რუსეთის რეფორმირებული არმია ამ ღონისძიებებისადმი საკმაოდ დაბალ შესაძლებლობებს უჩვენებს. პირველ რიგში ეს დაკავშირებულია ტექნიკის შემნახავი ბაზების არასაკმარის რაოდენობასთან და ასევე მათ გაშლის სიძნელეებთან  და დროის დიდ ხარჯებთან. ამგვარად, სამობილიზაციო გაშლის სისტემა მხოლოდ ნაწილობრივ პასუხობს სამხედრო დოქტრინის დებულებებს.
  • რუსეთის სამხედრო–საზღვაო ფლოტი მთლიანობაში მსოფლიო ოკეანეში საკმაოდ ზომიერ ამოცანებს ასრულებს, რომელსაც მას სამხედრო დოქტრინა ავალებს. მაგრამ მათი ეფექტურობის და შესაძლებლობების გაფართოების მიზნით საჭიროა შეიცვალოს სახომალდო დაჯგუფებების შემადგენლობა, რომელთა დანიშნულებაცაა დაიცვას რუსეთის ინტერესები მისგან მოშორებულ რაიონებში და მონაწილეობა მიიღონ მეკობრეების წინააღმდეგ მიმართულ საერთაშორისო ოპერაციებში. ასევე ერთ–ერთი პრიორიტეტია უცხო ქვეყნებში მდებარე ბაზების შესაძლებლობების გაფართოება.

მთლიანობაში შეიძლება ითქვას, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალები იმყოფებიან მათი შემადგენლობის და სტრუქტურის სამხედრო დოქტრინის მიერ მათზე დაკისრებულ ამოცანათა გადასაჭრელად საჭირო მდგომარეობაში მოსაყვანი გზის დასაწყისში.



ინტერნეტ წყაროები:



ლიტერატურა:

Новая Армия России - под редаксией Михаила Барабанова (Москва, 2010)

1 comment: