კანადის თავდაცვის მინისტრმა, Peter MacKay-მ განაცხადა ჰოლანდიის კუთვნილი Leopard-2A4 შეიარაღებაში მიღების გადაწყვეტილების შესახებ, რომლებმაც მანამდე მოდერნიზაცია გაიარეს კომპანია Krauss-Maffei Wegmann-ში. პროგრამის საფასურის შესახებ ოფიციალური განცხადება არ არსებობს, მაგრამ სავარაუდოდ 80 მილიონ ევროს ფარგებში მერყეობს.
პირველი ხუთი ერთეული Leopard-2A4 უკვე გაიგზავნა სატანკო სკოლა Gagetown-ში, სადაც მოხდება პირადი შემადგენლობის გადამზადება.
2007 წლის დეკემბერში კანადის თავდაცვის მინისტრმა ჰოლანდიის მთავრობასთან ხელი მოაწერა 120 მილიონი დოლარის ღირებულების ხელშეკრულებას, რომლის თანახმადაც კანადის არმიას ჰოლანდიისგან 100 ერთეული ნახმარი Leopard-2 უნდა შეესყიდა, მათ შორის 20 ერთეული A6 ხოლო დანარჩენი 80 ცალი A4 მოდიფიკაციაში. შესყიდვა მოხდა კანადის არმიის მოძველებული ტექნიისა და საშუალებების შეცვლის პროგრამის ფარგლებში, რომლის ფასიც 650 მილიონი დოლარია.
მოგვიანებით, კანადამ ფული გადაიხადა 20 ცალ გერმანულ Leopard-2A6M, რომლებიც აღჭურვილი იყო სპეციალური ნაღმსაწინააღმდეგო დაცვით. ეს ტანკები კანადის არმიას 2007 წლის ზაფხულში გადაეცა და შეცვალა ავღანეთში მომსახურე Leopar-1A5/C2. შესყიდვების კომპლექტში ასევე შედიოდა ორი სარემონტო-საევაკუაციო მანქანა. მოგვიანებით, ასევე გერმანიაში, კანადამ შეისყიდა 15 ერთეული Leopard-2A4, რომლებიც სათადარიგო ნაწილებად იქნა გამოყენებული.
კანადის თავდაცვის მინისტრის განცხადების თანახმად, 42 ცალი ჰოლანდიური Leopard-2A4 კანადის არმიას 2013 წლის ბოლოსთვის გადაეცემა.
კანადური სამხედრო პრესის ცნობით, ავღანეთის ომის დაძაბულობამ და სირთულემ აჩვენა ტანკ Leopard-2A4-ების გამოყენების ეფექტურობა, რომლებიც თავის თავში აერთიანებს დაცვის მაღალ ხარისხს, ამძრაობას და საცეცხლე ძალას.
წყარო:
Minister MacKay Announces the Arrival of Canada’s New Next Generation Tank
No comments:
Post a Comment